დედაჩემმა გლაუკომის შეჩერება ამ ხალხური საშუალებებით შეძლო...
დედაჩემს გლაუკომა ჰქონდა და ამის გამო დიდხანს დადიოდა ექიმებთან, მაგრამ თვითონაც კარგად იცოდა ხალხური მედიცინა და ექიმის დანიშნულებასთან ერთად წარმატებით იყენებდა ხალხურ საშუალებებს. მინდა, რამდენიმე რეცეპტი თქვენც გასწავლოთ.
ნებისმიერი ამ საშუალებით მკურნალობა გრძელდება 1 თვე და ტარდება შემოდგომასა და გაზაფხულზე.
- ალოეს ფოთოლი კარგად გარეცხეთ, წვრილად დაჭერით და დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი. გააჩერეთ 2 - 3 საათი, შემდეგ გაფილტრეთ და ამ ნაყენით ამოიბანეთ თვალები დღეში 2 - 3-ჯერ.
- აურიეთ ერთმანეთში 1 სუფრის კოვზი ბაბუაწვერას წვენი, 1/2 სუფრის კოვზი ხახვის წვენი, 1 სუფრის კოვზი ნატურალური თაფლი. დადგით ნარევი სიბნელეში 3 საათით. ჩაიწვეთეთ თვალში 2-2 წვეთი დღეში 2 -3-ჯერ. გაითვალისწინეთ: საჭიროა ყოველდღე ახალ-ახალი ნარევის მომზადება.
- აურიეთ ერთმანეთში 1/2 ჭიქა ჭინჭარი და 1 ჩაის კოვზი ლავანდა, დაასხით 1 ჭიქა ცივი ანადუღარი წყალი, გააჩერეთ სიბნელეში 9 საათი, შემდეგ დაუმატეთ 1/2 ჩაის კოვზი სოდა. ამ ნაყენით დღეში 2 - ჯერ გაიკეთეთ თვალების კომპრესი. გაიჩერეთ 10 - 20 წუთი.
- სააფთიაქო სპირტი და თაფლი (1:1) ერთმანეთში აურიეთ, გააჩერეთ 2 საათი და ჩაიწვეთეთ თვალებში 2 - 2 წვეთი დღეში 2 - ჯერ.
- 1 სუფრის კოვზ კვლიავს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე, ადუღეთ 3 -5 წუთი. დაამატეთ 1 ჩაის კოვზი რეჰანი და და გაფილტრეთ. ჩაიწვეთეთ თვალებში 1 -2 წვეთი დღეში 1-2-ჯერ.
- აურიეთ ერთმანეთში კუბებად დაჭრილი 200 გრამი სტაფილო, 100 გრამი ჭარხალი, 150 გრამი ნიახური, 100 გრამი კიტრი და 50 გრამი ოხრახუში. ბოსტნეულის ნარევი ჩაუშვით წვენსაწურში და მიღებული წვენი სვით მთელი დღის განმავლობაში.
- აურიეთ ერთმანეთში 1/2 ჭიქა მოცვი და თაფლი. შეინახეთ მაცივარში და მიიღეთ დღეში 1-2 სუფრის კოვზი.
ყურადღება მიაქციეთ თირკმელების მუშაობას. როცა ორგანიზმში ჭარბი სითხეა, გლაუკომა გაცილებით მძიმედ მიმდინარეობს, ამიტომ მიიღეთ შარდმდენები და გაიწმინდეთ თირკმელები მცენარეული ნაყენებით: - ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ გარეცხილი ნიახური და გამოწურეთ. მიიღეთ 2 ჩაის კოვზი დღეში 2 -3-ჯერ, ჭამამდე 1/2 საათით ადრე.
- ჩაყარეთ ნახევარლიტრიან ბოთლში ასკილი და აავსეთ არყით, გააჩერეთ 1 კვირა. 3 -5 წვეთი ნაყენი გააზავეთ 1 სუფრის კოვზ წყალში და დღეში 2 - ჯერ მიიღეთ.
- 1ჩაის კოვზ ვარდკაჭაჭას დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩერეთ 5 - 10 წუთი. უმჯობესია, მიიღოთ უზმოზე.
ნებისმიერი ამ საშუალებით მკურნალობა გრძელდება 1 თვე და ტარდება შემოდგომასა და გაზაფხულზე.