რამდენიმე რჩევა მათთვის, ვინც მცენარის ყვავილობას სულმოუთქმელად ელოდება
საუკეთესო ჯილდო ყველა მცენარის მოყვარულისთვის არის მცენარის ყვავილობის ეტაპი. მაგრამ კარგი მოვლის გარეშე ეს ჯილდო რთული მისაღებია.
ყვავილობა ნიშნავს იმას, რომ მცენარემ დაასრულა ვეგეტატიური ციკლი. მცენარეების უმრავლესობა ყვავის ყოველწლიურად ერთსა და იმავე დროს. მაგალითად ტიტები ყვავიან აპრილში, ვარდები- ივნისში, ხოლო შროშანები- ივლისში.
მაგრამ ზოგი მცენარე ყვავილობს ძლიან იშვიათად. მათ სჭირდებათ მომწიფება იმისთვის, რომ გამოიღონ ყვავილი. კაკტუსების ნაწილი ყვავილობს 10-15 წელიწადში ერთხელ, ხოლო ბამბუკი კი 80-100 წელიწადში ერთელ!
ჩვენი ოთახის მცენარეები ყვავიან თითქმის ყოველწლიურად. ისინი გადიან ზრდის ეტაპს (გაზაფხული,ზაფხული), ზრდის შენელების ეტაპს (შემოდგომა) და ვეგეტატიური შესვენების ეტაპს (ზამთარი).
მათი ბიოლოგიური რითმი დამოკიდებულია წელიწადის დროებზე, ამიტომ მცენარეების უმრავლესობა ვეგეტატიურ სრულ ციკლს გადის ერთ წელიწადში.
ყველა ცოცხალი არსება დაპროგრამებულია გამრავლებაზე. ყვავილებში კი მთავარია გადარჩენის ინსტიქტი. მათ უწევთ ბევრი უსიამოვნების გადატანა და მხოლოდ შემდეგ შეუძლიათ დაიწყონ გამრავლება. ხანდახან, როცა მცენარეები ხანგრძლივი დროით ბინადრობენ კომფორტულ პირობებში, ისინი გამრავლებაზე "არ ფიქრობენ". ამიტომ აუცილებელიც კი არის, რომ მცენარეს შევუქმნათ არაკომფორტული პირობები.
მცენარე არ აყვავილდება, თუ ის გამუდმებით ოთახში გვაქვს. აუციელებელია შევუცვალოთ მას ტმპერატურა დღისით და ღამით.
ბევრ მცენარეს სჭირდება ნამდვილი ვეგეტატიური შესვენება, რათა შეწყვიტოს ზრდა. ამ პერიოდში მცენარეებს რწყავენ უფრო იშვიათად და ამიტომ ტეპერატურა უპრობლემოდ ჩამოდის 10 გრადუსამდე. ამ შედეგს შეიძლება მივაღწიოთ ყვავილის ვერანდაზე გატანით. მაგრამ აღსანიშნავია ისიც, რომ ასეთი ხერხით ყვავილობა შეიძლება ვაიძულოთ მხოლოდ ორქიდეასა და კაქტუსს.
ბოლქვები და ტუბერები- ეს მცენარის ის ნაწილებია, რომლებიც მას ეხმარებიან გადაიტანონ ამინდის ცვლილებები და გადარჩნენ სიცივის დროს. ბოლქვიანი ყვავილი რომ აყვავილდეს აუცილებელია, რომ ყვავილობის შემდეგ ის არ მოვრწყათ და გავაჩეროთ გრილ ადგილას. ასეთი მოვლა სჭირდებათ ამარალისებს და ციკლამენებს.
ერთნაყოფიანი მცენარეები ისეთი მცენარეებია, რომლებიც ყვავილობენ მხოლოდ ერთხელ და შემდეგ კვდებიან. ასეთ ჯგუფს მიეკუთვნებიან : ბანანი, აგავა და პალმა. ამიტომ ბუნებრივია, რომ ამ მცენარეებს სჭირდებათ რამდენიმე წელი იმისთვის, რომ აყვავილდნენ.
თუ გინდათ ზრდასრულ მცენარეებს უბიძგოთ ყვავილობისკენ, მაშინ ყვავილის ქოთანი დადგით ფირფიტის ქვეშ. ხოლო ამ ფირფიტაზე დადეთ ვაშლის ან ბანანის ნაჭრები. ისინი გამოყოფენ ეთილენს ეთილენი კი ხელს უწყობს მცენარეების ყვავილობას.