ღვთიური მანანა - უნიკალური სამკურნალო საშუალება პოდაგრის, რევმატიზმის და თვალის ანთებითი დაავადებების დროს
ბოლო ხანს სულ უფრო მეტს ლაპარაკობენ მანანის სამკურნალო თვისებებზე. მაგალითად, თურმე წინათ მებრძოლები ჩირქოვან ჭრილობაზე მანანის ფხვნილს იყრიდნენ, ასევე მკურნალობდნენ დამწვრობას, ეგზემას და კანის სხვა დაავადებებს. მანანის ფოთლებს პოდაგრის, რევმატიზმის, თვალის ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ იყენებენ, მანანის აყვავებული ტოტების ნაყენი კი გაციებასა და ნერვულ დაავადებებს, დიზენტერიასა და ტუბერკულოზს უხდება. მანანის მოხარშულ ფოთლებს ნაღრძობზე ან ამოვარდნილ სახსარზე იდებენ და ტკივილი ცხრება. ეს ყველაფერი ხალხური მედიცინის კრებულებში ამოვიკითხე. რამდენიმე საგულისხმო რეცეპტიც აღმოვაჩინე, გამოვცადე და არაჩვეულებრივი ეფექტი მივიღე, ამიტომ მინდა, თვენც გასწავლოთ:
- მანანის თაფლი შველის დაღლილობას, გაციებას, ძლიერ ხველას. მის მოსამზადებლად 2 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ მანანას, 1 სუფრის კოვზ თხაწართხალას და 2 სუფრის კოვზ თაფლს დაასხით 3 ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩერეთ 48 საათი, შემდეგ გაფილტრეთ და მიიღეთ დღეში 5 -ჯერ 1/2 - 1/2 ჭიქა.
- მანანის ნაყენს სვამენ საშარდე გზების ანთების დროს როგორც შარდმდენ და ანთების საწინააღმდეგო საშუალებას. მის მოსამზადებლად აიღეთ 1 სუფრის კოვზი დაქუცმაცებული მანანა ( ყვავილებითურთ ), ჩაყარეთ 0,5 ლ მდუღარე წყალში, გააჩერეთ 1/2 საათი და მიიღეთ 1/3 - 1/3 ჭიქა ყოველ 2 - 3 საათში ერთხელ.
- უძილობის, გაციების, მომატებული მჟავიანობით მიმდინარე გასტრიტის დროს გიშველით მანანის წვენი. ის უნდა გამოწუროთ ბუჩქის კენწეროში არსებული ფოთლებისა და ყვავილებისგან, განაზავოთ თაფლში ( თანაფარდობით 1:1 ), 0,5 ჩაის კოვზი ნარევი გახსნათ 1/3 ჭიქა რძეში და მიიღოთ დღეში 3 - ჯერ, ჭამის შემდეგ.