სალბის საოცარი სამკურნალო თვისებები...
ბევრი რამ გამიგონია სალბის სამკურნალო თვისებების შესახებ. ერთხელ დავინტერესდი და საფუძვლიანად შევისწავლე მისი მოქმედება. სალბი მომცრო (50 სმ - მდე სიმაღლის ) ნახევარბუჩქია. აქვს ძლიერი ფესვები, მოლურჯო - მოიიისფრო, ვარდისფერი ან თეთრი ყვავილები. ფართოდ არის გავრცელებული კავკასიაში. სამკურნალოდ მის ფოთლებს იყენებენ. აქვს ბაქტერიოციდული, ანთების საწინააღმდეგო, სისხლდენის შემაჩერებელი, ამოსახველებელი, დამამშვიდებელი მოქმედება.
ამას წინათ ჩემს შვილს მდინარეში ებანავა და თმა კარგად არ გაეშრო; საღამოს, შინ რომ დაბრუნდა, შეამცივნა და ხველაც დააწყებინა. საწოლში ჩავათბუნე და იმაზე დავიწყე ფიქრი რით მეწამლა. გამახსენდა, რომ სახლში სალბი მქონდა. მოვუმზადე მისი ნაყენი და 2 - 3 დღეში გაციებიდან კვალიც აღარ დარჩენილა.
ერთხელ ჩემს მეუღლეს გასტრიტი გაუწვავდა. მასაც სალბის ნაყენი ვასვი. რამდენიმე დღეში ტკივილებმა უკლო და შებერილობაც ალაგდა. მინდა, ჩემ მიერ ნაცადი რეცეპტები თქვენც გაგიზიაროთ.

- გაციების დროს: 1 ჩაის კოვზ სალბის დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით 0,5 ლიტრი მდუღარე წყალი, მიიყვანეთ დუღილამდე, გადმოდგით ქურიდან და 30 წუთი გააჩერეთ, გაფილტრეთ და მიიღეთ თბილ - თბილი, ნახევარ -ნახევარი ჭიქა დღეში 3 - 4-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე. სვით გამოჯანმრთელებამდე.
- ბრონქიტისა და პნევმონიის დროს (დამატებით, ექიმის დანიშნულ წამლებთან ერთად ): 1 სუფრის კოვზ სალბის დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით 1 ჭიქა რძე, მიიყვანეთ დუღილამდე, გადმოდგით ქურიდან, 10 წუთი გააჩერეთ და გაფილტრეთ. მიიღეთ ცხელ - ცხელი ძილის წინ. მკურნალობის კურსი 10 - 14 დღეა.
- დაბალი მჟავიანობით მიმდინარე გასტრიტისა და მეტეორიზმის დროს: 2 სუფრის კოვზ სალბის დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, 1 საათით დააყენეთ და გაფილტრეთ. მიიღეთ 2 - 2 სუფრის კოვზი დღეში 3 - ჯერ, ჭამამდე 15 - 20 წუთით ადრე. მკურნალობის კურსი 10 - 14 დღეა.
- კლიმაქსის და ძლიერი სისხლდენის დროს: 1 სუფრის კოვზ სალბის დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, მიიყვანეთ დუღილამდე, გადმოდგით ქურიდან, 2 საათი გააჩერეთ და გაფილტრეთ. მიიღეთ მეოთხედი ჭიქა დღეში 4 - ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.
- პარადონტოზის, სტომატიტის, გინგივიტის, ანგინის, ლარინგიტისა და ფარინგიტის დროს ( დამატებით, ექიმის დანიშნულ წამლებთან ერთად ): 1 ჩაის კოვზ სალბის დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, 30 წუთი გააჩერეთ და გაფილტრეთ. გამოივლეთ თბილ - თბილი პირის ღრუში (ან ყელში) დღეში 3 - 4-ჯერ.