კამისგან დამზადებული რამდენიმე საშუალება, რომლებიც ძალიან უხდება თვალის დაავადებებს.
კამას საკმაზად ბევრი იყენებს, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ამ მცენარის ფესვებსაც, თესლსაც და ფოთოლსაც არაჩვეულებრივი სამკურნალო თვისებები აქვს. მინდა გაგაცნოთ კამისგან დამზადებული რამდენიმე საშუალება, რომლებიც ძალიან უხდება თვალის დაავადებებს.
გლაუკომის დროს:
ექიმის კომენტარი:
კამა ეთერზეთებით მდიდარი ერთწლიანი მცენარეა. გამოირჩევა სასიამოვნო და ძლიერი არომატით. მისი თესლი , ისევე როგორც თვით მცენარე, შეიცავს სურნელოვან ეთერზეთებს. კამის ყველაზე დიდი ღირსება ის არის, რომ მადის აღმძვრელი საუკეთესო საშუალებაა და საკვების სწრაფ და სრულფასოვან მონელებას ასტიმულირებს. გარდა ამისა, კამა ვიტამინებისა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნივთიერებების წყაროა. შეიცავს დიდი ოდენობით C, B1, B2, PP, P ვიტამინებს, კაროტინს, კალიუმს, კალციუმს, ფოსფორს, რკინასა და სხვა მიკროელემენტთა მარილებს. კამა იმდენად მდიდარია უჯრედისით, რომ ზოგჯერ ხატოვნად ნაწლავების ჯაგრისსაც კი უწოდებენ.
გლაუკომის დროს:
- 1 ჩ/კ კამის თესლი დანაყეთ, დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, 1 საათით დააყენეთ, გადაწურეთ და მიიღეთ თითო ს/კ 4 - ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი შეგიძლიათ გაიმეოროთ. სასურველია, პერიოდულად მცენარეული შარდმდენი საშუალებებიც მიიღოთ. ჩემს მეუღლეს აქვს გლაუკომა და ამ რეცეპტის მეშვეობით, შეიძლება ითქვას, აღარც კი ახსოვს, თვალები რომ აწუხებს.
თვალის ანთებითი დაავადებების ( კონიუნქტივიტის ) დროს: - 1 ს/კ დაქუცმაცებულ კამის ღეროს ან თესლს დაასხით 300 მლ მდუღარე წყალი და წამოადუღეთ. გადმოდგით, გააცივეთ, გადაწურეთ და საფენებად გამოიყენეთ. ბევრჯერ მომირჩენია ასეთი საფენებით კონიუნქტივიტი ჩემი ოჯახის წევრებისთვის.