გაიყუჩეთ კბილის ტკივილი სამკურნალო ბალახებით
აქამდე კბილებს არ ვუჩიოდი, მაგრამ ეს ორი წელიწადია, ძალიან შემაწუხა. ხან შემისივდება, ხან კი ტკივილისგან ლამის კედლებზე გავიდე. შარშან, ზაფხულის პირზე, სოფელში მომიხდა გამგზავრება, თან ბავშვებიც წავიყვანე. ძალიან მოწესრიგებული ადამიანი ვარ, მაგრამ იმ არეულობაში წამლების ჩანთა სახლში დამრჩა. რაღას ვიზამდი, მეუღლეს უნდა დავლოდებოდი - ერთ კვირაში აპირებდა ჩამოსვლას. ვლოცულობდი, ეს ერთი კვირა არაფერი დაგვმართნოდა, მაგრამ... სწორედ იმ ღამით კბილმა ისე შემომიტია, გამაგიჟა... უცებ გამახსენდა, რომ მამიდაჩემი ( მის სახლში ვცხოვრობდით ) სამკურნალო ბალახებს აგროვებდა... მოვიძიე და სხვენში მართლაც აღმოვაჩინე რამდენიმე საშუალება. მათი წყალობით ტკივილი რამდენიმე წუთში დამიცხრა და ჩამეძინა.
მინდა, მამიდაჩემის რეცეპტები თქვენც გასწავლოთ:
მინდა, მამიდაჩემის რეცეპტები თქვენც გასწავლოთ:
- 1 -2 სუფრის კოვზ წითელი დიდგულას ყვავილს დაასხით ერთი ჭიქა ადუღებული წყალი და დააყენეთ 1 საათით. გამოივლეთ ცხელი.
- წითელი დიდგულას სპირტხსნარში დაასველეთ ბამბა და დაიდეთ მტკივან კბილზე, ტკივილი მალე გაგივლით.
- 1-2 სუფრის კოვზ კაკლის ქორფა, ზეთოვან ფოთლებს დაასხით ერთი ჭიქა ანადუღარი წყალი და 1-2 საათით დააყენეთ. გამოივლეთ დღეში რამდენჯერმე.
- აიღეთ 100 მლ 40 -გრადუსიანი სპირტი და ჩაუმატეთ 25 მლ ტყის კამის ნაყენი ( ერთი ჭიქა ადუღებული წყალი 1-2 სუფრის კოვზ ბალახზე ). სპირტხსნარი დააწვეთეთ დოლბანდზე და დაიდეთ მტკივან კბილზე. ტკივილი დაცხრება.