რა უნდა გაითვალისწინოთ აუცილებლად უმი ბოსტნეულის წვენების მიღებისას

რა უნდა გაითვალისწინოთ აუცილებლად უმი ბოსტნეულის წვენების მიღებისას
უმი ბოსტნეულის წვენების მიღებისას აუცილებლად გაითვალისწინეთ შემდეგი:

  1. იყავით მომთმენი, გახსოვდეთ, რომ ნატურალური წვენების სახით მიღებული საკვები მთელი ორგანიზმის გაწმენდას ემსახურება. ამას შესაძლოა თან ახლდეს გარკვეული ავადმყოფური შეგრძნებები სხეულის ამა თუ იმ ნაწილში, რაც წვენების უარყოფით ზემოქმედებად არ უნდა მიიჩნიოთ, მით უმეტეს, თუ ისინი ახალია და მომზადების დღესვე გამოიყენება. პირიქით, ეს კიდევ ერთი დამადასტურებელია იმისა, რომ ორგანიზმში დაიწყო გაწმენდისა და დარღვეული ფუნქციის აღდგენის პროცესი; უნდა გვახსოვდეს, მრავალი წლის მანძილზე დაგროვილი ტოქსინები და წიდები ერთბაშად არ გამოიდევნება. ყოველივე ამას დრო ესაჭიროება.

  2. ბევრი ამტკიცებს, რომ სტაფილოს წვენსაგან კანი ყვითლდება. ეს არგუმენტი მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს და ორგანიზმში მიმდინარე პროცესების არცოდნის ბრალია; ისეთივე აბსურდულია, როგორც მტკიცება იმისა, რომ ჭარხლის წითელ პიგმენტს ან ისპანახის მწვანე ქლოროფილს შეუძლია კანში შეღწევა. სიყვითლისა და მოყავისფრო ელფერის გაჩენის მიზეზი ისაა, რომ წვენების მიღების შედეგად ღვიძლი იწყებს შეგუბებული ნაღველისა და დაგროვილი წიდების იმაზე მეტი რაოდენობის გამოდევნას, ვიდრე ეს გამოყოფის ორგანოებს ხელეწიფება და ამის გამო მათი ნაწილი გამოიდევნება კანის ფორების მეშვეობით, რაც სავსებით ნორმალურია. ორგანიზმში თუ ბევრი ტოქსინია, მსგავს მოვლენას მაშინაც შეიძლება ჰქონდეს ადგილი და უეჭველად გაივლის, თუ გააგრძელებთ წვენების მიღებას. კანის ფერის ზემოხსენებული ცვლილება მოსალოდნელია აგრეთვე გადაღლისა და ძილის ნაკლებობის შედეგად. სრულფასოვანი დასვენების შემდეგ იგი თანდათან ქრება.
    ამგვარად, ნატურალური უმი საკვებისა და ხილ - ბოსტნეულის წვენების მიღება მოზღვავებული ენერგიის, სიცოცხლისუნარიანობისა და ჩინებული ჯანმრთელობის შეძენაში გვეხმარება.


ჭარხლის და სტაფილოს წვენი ერთად:
ჭარხლის წვენი ძვირფასი საშუალებაა სისხლში წითელი ბურთულების შესაქმნელად და სისხლის შემადგენლობის გასაუმჯობესებლად, განსაკუთრებით სასარგებლოა ქალებისათვის.
ჭარხლის წვენის ღვინის ჭიქაზე ოდნავ მეტი რაოდენობით მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს გამწმენდი რეაქცია, კერძოდ: მცირედი თავბრუხვევა ან გულისრევა. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ პირველ ხანს უმჯობესია ნარევთან დალევა, სადაც სტაფილოს წვენი ჭარბად იქნება. შემდგომ ჭარხლის წვენის რაოდენობა თანდათანობით უნდა გაიზარდოს, სანამ ორგანიზმი უკეთესად არ გადაიტანს მის გამწმენდ მოქმედებას. ამ წვენის მიღების ნორმაა 1 -1,5 ჭიქა დღეში 2 -ჯერ.
წითელ ჭარხალში შემავალი კალიუმი და ქლორი წარმოადგენს საუკეთესო საშუალებას ვენების გაგანიერებისა და სისხლის შედედების წინააღმდეგ. ასევე, წითელი ჭარხლის წვენი გახლავთ ღვიძლის, თირკმელებისა და ნაღვლის ბუშტის გამასუფთავებელი საშუალება.
გარდა ამისა, A ვიტამინი, რომელიც საკმაოდ ბევრია ზემოხსენებულ ნარევში, გვევლინება სისხლის უჯრედებისა და განსაკუთრებით სისხლის ბურთულის მშენებლად.
სტატიის ავტორი: სულიკო ხეტეშვილი
სტატიის წყარო:ჯანმრთელობის საგანძური