ეს წვენი ნაწლავების ძლიერი გამწმენდი საშუალებაა
ეს წვენი განსაკუთრებით მდიდარია გოგირდით, რომელიც წყლის წიწმატის ერთად აღებული ყველა მინერალური ელემენტისა და მარილის ერთ მესამედზე მეტს შეადგენს. ელემენტების დაახლოებით 45 % წარმოქმნის მჟავებს (გოგირდის, ფოსფორისა და ქლორის შემცველობით ). რამდენადაც ეს წვენი ნაწლავების ძლიერი გამწმენდი საშუალებაა, არასოდეს არ უნდა გამოიყენოთ ცალკე, არამედ მხოლოდ სხვა, ვთქვათ სტაფილოსა და ნიახურის წვენებთან ერთად.
- ტუტე ელემენტთაგან ჭარბობს კალიუმი - 20% - ზე ცოტათი მეტი. კალიუმს შეიცავს 18 %, ნატრიუმს - 8 %, მაგნიუმს - 5 %, რკინას - 0,250.
ისპანახის წვენთან გაზავებული სტაფილოს წვენი, ცოტა სალათის, წყლის წიწმატისა და თალგამის ფოთლების წვენსაც თუ დაუმატებთ, შეიცავს სისხლის ნორმალური აღდგენისა და განსაკუთრებით სისხლის ჟანგბადით მომარაგების გაუმჯობესებისთვის აუცილებელ ნივთიერებებს, სისხლნაკლებობის, დაბალი სისხლის წნევის შემთხვევაში ასეთი შესანიშნავი საკვებია. - სტაფილოს, ისპანახის, თალგამის ფოთლებისა და წყლის წიწმატის წვენებით ნარევს აქვს ბუასილის ჰემოროიდული კვანძებისა და ბევრი სახის სიმსივნისას სისხლის შემდედებელი ფიბრინთა გახსნის უნარი.
- ყოველდღე თითი ლიტრი ამ ნარევის დალევას, როცა დიეტიდან ფქვილეულის, ხორცეულის პროდუქტები და შაქარი სავსებით გამოირიცხებოდა, ერთი თვიდან ექვს თვემდე განვლილ დროში ორგანიზმში ნორმალურ მდგომარეობაში მოჰყავდა. ქირურგიული ჩარევის შემთხვევაში აღდგენის პროცესი შეიძლება მეტ ხანს გაგრძელდეს.
- ემფიზემის მკურნალობისას სტაფილოს, ოხრახუშსა და კარტოფილის წვენების მნიშვნელოვანი დამატებაა წყლის წიწმატის წვენი. წვენების ამ ნარევში განსაკუთრებით ფასეულია ფოსფორისა და ქლორის სიჭარბე. (ემფიზემა - ბერძ. გაბერვა ) ჰაერის დაგროვება რომელიმე ორგანოში, ქსოვილში. ფილტვების მოცულობის ავადმყოფური გადიდება).