რატომ უნდა ვსვათ თალგამის წვენი? ეს უნდა იცოდეთ!

რატომ უნდა ვსვათ თალგამის წვენი? ეს უნდა იცოდეთ!
ბოსტნეული არც ერთ სახეობას არ აქვს კალციუმის ისეთი მაღალი შემცველობა, როგორც თალგამის ფოთლებს გააჩნია. ეს ელემენტი 50 %-ზე მეტად აჭარბებს ყველა დანარჩენ აქ არსებულ მინერალებსა და მარილებს, ერთად აღებულს. ამიტომ ის საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს ბავშვებისა და დიდებისთვისაც, რომლებიც ძვლისა და კბილების დარბილებით იტანჯებიან. თალგამის წვენი ყველაზე დიდ ეფექტს იძლევა სტაფილოსა და ბაბუაწვერას წვენების ნარევთან. ბაბუაწვერაში შემავალი მაგნიუმის მაღალი პროცენტი - შერწყმული თალგამის ფოთლებში არსებულ კალციუმთან და სტაფილოს წვენის სხვა ელემენტებთან, ძვლებს სიმაგრესა და სიმტკიცეს ანიჭებს.
გარდა ამისა, თალგამის ფოთლების წვენი ხელს უწყობს აგრეთვე ორგანიზმის ტუტე შემადგენლობის გაუმჯობესებას, განსაკუთრებით თუ მას შევურევთ ნიახურისა და სტაფილოს წვენებთან. ამიტომ ის საკუთესო საშუალებას წარმოადგენს მჟავიანობის დასაწევად. თალგამის ფოთლები ასევე ბევრ ნატრიუმსა და რკინას შეიცავენ.
უნდა აღინიშნოს, რომ ორგანიზმში კალციუმის უკამრისობა შეიძლება უკავშირდებოდეს საკვებად ძროხის პასტერიზებული რძის, ცომეულისა და ბურღულეულის ნაწარმის, აგრეთვე შაქრის გამუდმებულ ხმარებას.
ადგილი, სადაც ძირითადად თავს იყრის კალციუმის არაორგანული ატომები - სისხლძარღვების დაბოლოებებია. მათი უმრავლესობა განსაკუთრებით სწორ ნაწლავში გროვდება, სადაც ისინი უხერხულობას გვიქმნიან და ტკივილს გვაყენებენ. ასეთ მდგომარეობას ჰემოროი ( ბუასილი ) ეწოდება. ჩვეულებრივ, მისგან ისინი იტანჯებიან, რომლებიც მოხარშულ, არაორგანულ საკვებს დიდი რაოდენობით იღებენ.
ჰემოროის ( ბუასილის ) სამკურნალოდ საჭიროა ყოველდღე მიიღოთ 1 ლ სტაფილოს, ისპანახის, თალგამისა და წყლის წიწმატის წვენების ნარევი და იკვებოთ მოუხარშავი ბოსტნეულითა და ხილით. ეს საშუალებას იძლევა, ერთი თვის განმავლობაში განთავისუფლდეთ ამ არასასიამოვნო სნეულებისგან.

წვენების მიღებისას აუცილებლად გაითვალისწინეთ:
იყავით მომთმენი. გახსოვდეთ, რომ ნატურალური წვენების სახით მიღებული საკვები მთელი ორგანიზმის გაწმენდას ემსხურება. ამას შესაძლოა თან ახლდეს გარკვეული ავადმყოფური შეგრძნებანი სხულის ამა თუ იმ ნაწილში, რაც წვენების უარყოფით ზემოქმედებად არ უნდა მიიჩნიოთ, მით უმეტეს, თუ ისინი ახალია და მომზადების დღესვე გამოიყენება. პირიქით, ეს კიდევ ერთი დამადასტურბელია იმისა, რომ ორგანიზმში დაიწყო გაწმენდისა და დარღვეული ფუნქციის აღდგენის პროცესი; უნდა გვახსოვდეს, მრავალი წლის მანძილზე დაგროვილი ტოქსინები და წიდები ერთბაშად არ გამოიდევნება. ყოველივე ამას დრო სჭირდება.
სტატიის ავტორი: სულიკო ხეტეშვილი
სტატიის წყარო:ჯანმრთელობის საგანძური