ნატიფი სურნელის შლეიფი - როგორ და სად დავისხათ სუნამო
პარფიუმერიას ისეთივე ხანგრძლივი ისტორია აქვს, როგორც კაცობრიობას. არ არსებობს ქალი, რომელსაც სუნამო არ უყვარდეს. უბრალოდ, არიან ქალები, რომლებმაც ჯერ კიდევ ვერ მიაგნეს თავიანთ არომატს.
ტკბილი და ცივი სურნელი
პარფიუმერიაში გამოყოფენ ტკბილ და ცივ სუნამოებს, თუმცა, როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, სურნელს ყველა თავისებურად შეიგრძნობს. ტკბილ სუნამოებში ჭარბობს ვანილის, ჟასმინის, ვარდის, იასამნის სურნელი, ცივ სუნამოებში - უმეტესად ციტრუსებისა: ლიმონისა, თეთრი ინდისისა, ნაზსურნელოვანი ყვავილებისა.
პარფიუმერული პროდუქციის სახეობები
პირველია დეზოდორანტი, რომელშიც სუნამოს შემცველობა მცირეა. დეზოდორანტი სხეულსაც არსებობს და თმისაც, რადგან, მოგეხსნებათ, თმა ადვილად იკრავს სუნს, ჭუჭყს. დეზოდორანტი შეიძლება იყოს მყარიც და თხევადიც - ბურთულიანი ან აეროზოლი პულვერიზატორით. უფრო მეტად კონცენტრირებულია ტუალეტის წყალი - Eau de Toilette, რომელშიც სუნამოს შემცველობა ნაკლებია, წყლისა - მეტი. შემდეგ მოდის Eau de parfum, რომელშიც სუნამოს შემცველობა 10% -ით ნაკლებია, ვიდრე სრულფასოვან Parfum- ში. დაბოლოს, ყველაზე ძვირიანი პროდუქტია Parfum, რომელშიც სურნელოვანი ინგრედიენტი ყველაზე მეტია და, შესაბამისად, უფრო მდგრადიც არის. სუნამოს ფლაკონის მოცულობაა 7 -7,5, 15, იშვიათად 30 მლ. ამაზე დიდ ჭურჭელში სუნამოს არ ასხამენ.
თითქმის ყველა პარფიუმერულ ბრენდს აქვს ქალის სუნამოების ხაზი, მამაკაცის სუნამო კი იშვიათია. მამაკაცებისთვის უფრო მეტად ტუალეტის წყალს და გაპარვსის შემდეგ სახმარ ლოსიონს უშვებენ. პროდუქციის სახელწოდებით "ოდეკოლონი" დღეს თითქმის ვერ ნახავთ.
როგორ და სად უნდა დავისხათ სუნამო
სუნამო ისე უნდა დავსხათ, რომ ოდნავ შესამჩნევი შლეიფი დასდევდეს, თქვენც გსიამოვნებდეთ და სხვაც არ შეაწუხოთ. არსებობს ასეთი გამოთქმა: ქალს სუნამო ისე უნდა ესხას, რომ ყველა გრძნობდეს - ის აქ არ არის, მაგრამ იყოო. ცნობილია, რომ სუნამო უნდა დავისხათ პულსაციის ადგილას: მაჯებზე, იდაყვისა და ფეხის სახრელ ზედაპირებზე, კისერზე.
დეზოდორანტი და სუნამო უნდა ვიპკუროთ აუცილებლად დაბანილ სხეულზე და არა ჩვენი უსიამოვნო "არომატის" დასაფარავად - ამ შემთხვევაში სუნები ერთმანეთში აირევა და სავალალო შედეგს მივიღებთ. თუ სუნამოს შეძენის საშუალება არ გვაქვს, ჯობია, ხშირად დავიბანოთ და უბრალოდ სისუფთავის სუნი გვქონდეს.
კიდევ ერთი საინტერესო რჩევა: ჯობს, რა სუნამოსაც ყიდულობთ, იმავე ან მსგავსი სურნელის დეზოდორი შეიძინოთ, რომ სურნელები ერთმანეთში არ აირიოს.