სუნამოს გამოყენების 5 საიდუმლო, რომელიც თითოეულმა ქალბატონმა უნდა იცოდეს!

სუნამოს გამოყენების 5 საიდუმლო, რომელიც თითოეულმა ქალბატონმა უნდა იცოდეს!
თუ თქვენ გიყვართ სუნამოები და ხშირად ხმარობთ მათ, ეს ინფორმაცია სწორედ თქვენთვისაა. აუცილებლად გაითვალისწინეთ ეს 5 რჩევა:

საიდუმლო №1

არ დაისხათ სუნამო ტენიან კანზე. შხაპის მიღების შემდეგ მიეცით კანს დრო ბოლომდე გასაშრობად. წინააღმდეგ შემთხვევაში, სუნამო ტენთან ერთად აორთქლდება.

საიდუმლო №2

სუნამო ყოველთვის უნდა დაისხათ სხეულის შემდეგ ნაწილებზე: მაჯებზე, თმაზე და იდაყვებზე. ასეთ შემთხვევაში სუნამო უფრო დიდი ხნით შეინარჩუნებს სასიამოვნო არომატს.

საიდუმლო №3

ყოველთვის მიანიჭეთ უპირატესობა სუნამოს პულივიზატორის გარეშე, რადგან ასე უფრო მარტივია ერთ დასხმაზე სუნამოს საჭირო რაოდენობის განსაზღვრა. 2-3 წვეთი სავსებით საკმარისია სასიამოვნო არომატის ხანგრძლივი დროით შესანარჩუნებლად.

საიდუმლო №4

თუ თქვენი საყვარელი სუნამო მხოლოდ პულივიზატორიანი ფლაკონით იყიდება, არ ინერვიულოთ. გაუშვით ის ჰაერში, თავს ზემოთ და დადექით წარმოქმნილი ''ღრუბლის'' ქვეშ.

საიდუმლო №5

ექსპერტების მტკიცებით, საუკეთესო, მაღალხარისხიანი სუნამო სწორედ ისაა, რომლის არომატიც თავად არ გვცემს. თუ თქვენს საყვარელ სუნამოს ზედმეტად მძაფრი აროტამი აქვს, დროა იფიქროთ მის შეცვლაზე.