5 საშუალება უფრო გასალამაზებლად, როცა არც ფული გაქვს და არც დრო
ყოველმა ქალმა იცის, თუ როგორი მნიშვნელოვანია გარეგნობის ხშირიდ და საგულდაგულო მოვლა. დიახ, სილამაზე ახალგაზრდობიდანვე უნდა შევინარჩუნოთ, მაგრამ როგორ გავაკეთოთ ეს, თუ ძვირად ღირებული კოსმეტიკური საშუალებებისთვის საკმარისი თანხა არ გვაქვს? ჩვენს სტატიაში შემოგთავაზებთ 5 მარტივ ხერხს, თუ როგორ დავრჩეთ ლამაზი და ახალგაზრდა, ამასთან, დრო და ფულიც დავზოგოთ.
დამოუკიდებლად მოუარეთ კანსა და თმას
კოსმეტოლოგებისა და მასაჟისტების სეანსები დიდ დროსა და ფინანსებს მოითხოვს. მიხედეთ საკუთარ სხეულს თავად. სხვათა შორის, ძვირად ღირებული შამპუნები და საცხები ყოველთვის ეფექტური როდია. გაყიდვაში მუდამ არის მათი ხელმისაწვდომი ალტერნატივა, თანაც ძალიან ეფექტური. მთავარია, ყურადღება მიაქციოთ პროდუქტის შემადგენლობას, ის უნდა უხდებოდეს თქვენი კანისა და თმის ტიპს. გაიწმინდეთ ყოველდღიურად კანი საცხებითა და ლოსიონით, დაიბანეთ თავი მინიმუმ 3 დღეში ერთხელ და დაივიწყეთ სილამაზის სალონებზე. ნუ, თუ ფულს დააგროვებთ, დიდი სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ ესტუმროთ მათ.
ჩაიცვით ის, რაც გიხდებათ
ნუ მისდევთ მოდას ბრმად. დიდი შანსია, ბუტიკში ასტრონომიულ ფასად ნაყიდი სამოსი ნაკლებად მოგიხდეთ, ვიდრე, ბაზრობაზე ნაყიდი. თანაც, ბუტიკებში დღეს უამრავი ჩინური ფეიკები იყიდება, ამიტომ არ ღირს გარისკვა. გაემართეთ ბაზრობაზე ან დაელოდეთ დემოკრატიული ბრენდების მაღაზიებში ფასდაკლებებს და შეარჩიეთ ის, რაც ნამდვილად გიხდებათ.
გაიკეთეთ ზომიერი და ადგილისთვის შესაფერისი მაკიაჟი
თუ სადმე გრანდიოზულ დღესასწაულზე არ მიდიხართ, მეიკ-აპის ხელოსანთან ვიზიტი აუცილებელი არ არის. დანარჩენ შემთხვევაში, საკმარისია მხოლოდ პომადა და ჩრდილების წასმა. თუ კანის დეფექტი გაქვთ, დაგჭირდებათ ტონალური საცხი ან პუდრი.
უამრავი ქალი იყენებს ტუშსა და თვალის ფანქარს. ეს სიტუაციაზეა დამოკიდებული. თუ საქმიანი შეხვედრა გაქვთ დანიშნული, ან სამსახურის დრეს-კოდი მოითხოვს, მუდამ ფორმაში იყოთ, მაკიაჟზე ცოტა მეტი დროის დათმობა მოგიწევთ. ჩვეულებრივ სიტუაციაში, ამ პროცედურისთვის 5 წუთიც საკმარისია.
შეარჩიეთ სუნამო მხოლოდ თქვენი გემოვნებისა და ტიპის შესაბამისად
სურნელი - ინდივიდუალური რამაა, ამიტომ შესაძლოა, კლასიკური, ცნობილი არომატები სულაც არ მოგიხდეთ. პარფიუმერიის მაღაზიაში მიაქციეთ ყურადღება ნაკლებად ცნობილ სახელების საცდელ სუნამოებს, რაიმე სათქვენოს აუცილებლად იპოვით. თუ რომანტიკული ხართ, მოგიხდებათ მსუბუქი ხილის ან ყვავილის არომატები. ქალი-ვამპი თუ გსურთ გახდეთ - მეტად მძაფრი და ღრმა.
ხშირად დაიბანეთ თავი და ფრთხილად დაივარცხნეთ თმა
ფრანგი ქალები გვირჩევენ: თუ ცუდად გამოიყურებით, დაიბანეთ თავი. სწორედაც, ვარცხნილობა რადიკალურად ცვლის ქალის იერსახეს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, დაიბანეთ თავი 3 დღეში ერთხელ, თუ მოკლე თმა გაქვთ, შეგიძლიათ უფრო ხშირადაც. ვარცხნილობის დამოუკიდებლად შექმნის სწავლაც შეგიძლიათ თმის საშრობისა და სპეციალური საშუალებების გამოყენებით. ბოლოს და ბოლოს, სხვა თუ არაფერი, თავის დაბანის შემდეგ, შეგიძლიათ უბრალოდ გამოიყენოთ თმის ასაპრეხი, ე.წ. ”ბიგუდი”. თუმცა, პარიკმახერთან ვიზიტი მაინც მოგიწევთ, დამოუკიდებლად თმას ნამდვილად ვერ შეიჭრით.
ამ რჩევების გათვალისწინების შედეგად, შეძლებთ მუდამ მოვლილად და მომხიბვლელად გამოიყურებოდეთ, და რა თქმა უნდა, ლამაზად!