თუ სუნამოების და დეზოდორების ხშირი მომხმარებელი ხართ, გაითვალისწინეთ ეს რჩევები.
პარფიუმერული დეზოდორები ყვავილებისა და ხილის არაჩვეულებრივ არომატს გვჩუქნის, მაგრამ მათი მოქმედება ხანმოკლეა, სულ რამდენიმე საათს თუ გასტანს. საქმე ის არის, რომ შემადგენლობით ასეთი საშუალებები დიდად არ განსხვავდება სუნამოებისგან და საოფლე ჯირკვლებსა და ბაქტერიებზე თითქმის არ მოქმედებს. ისინი შეგიძლიათ გამოიყენოთ, თუ არც ჭარბ იფლიანობას უჩივით და არც ოფლის უსიამოვნო სუნს.
სპირტის შემცველი დეზოდორები
სპირტს, როგორც ცნობილია, ბაქტერიოციდული მოქმედება აქვს, ამიტომ იგი ბევრი ოფლის საწინააღმდეგო საშუალების შემადგენლობაში შედის. სპირტის შემცველი დეზოდორების მთავარი ნაკლი ის არის, რომ იღლიის ფოსოს გამოშრობას და კანის გაღიზიანებას იწვევს. თუ დეზოდორი შეიცავს სპირტს, სასურველია, იგი მცენარეული კომპონენტებითაც იყოს გამდიდრებული. ბალახების - გვირილის, პიტნის, სუროს - ექსტრაქტები აწყნარებს კანს და გაღიზიანებას აცხრობს.
რა უნდა გვახსოვდეს

- ისხურეთ/წაისვით დეზოდორი აუცილებლად სუფთა და მშრალ კანზე.
- რეგულარულად გაიპარსეთ იღლიები, განსაკუთრებით - ზაფხულში. თმა აკავებს უსიამოვნო სუნს და საუკეთესო პირობებს ქმნის ბაქტერიების გამრავლებისთვის.
- კანის გაწითლებისა და გაღიზიანების დროს ერთხანს თავი არიდეთ დეზოდორ - ანტიპერსპირანტების გამოყენებას. ნურც სპირტის შემცველ დეზოდორებს გამოიყენებთ. ამ პერიოდში უმჯობესია გადახვიდეთ ჩვეულებრივ ან საბავშვო ტალკზე.
- ნუ გამოიყენებთ ანტიპესპირანტებს ყოველდღიურად.
- ნუ დაისხამთ/წაისვამთ მათ აბანოში ან საუნაში შესვლის წინ - სიცხემ შესაძლოა ქიმიური რეაქცია და კანის გაღიზიანება გამოიწვიოს.
- სუნამოსთან ერთად გამოიყენეთ მხოლოდ უსუნო დეზოდორები. უკიდურეს შემთხვევაში, ეცადეთ, ისინი ერთი და იმავე სერიისა იყოს. სურნელთა აღრევამ, გარდა იმისა, რომ უსიამოვნოა, შესაძლოა ბაქტერიების გამრავლებასაც გაუწიოს პროვოცირება.
- თუ დეზოდორის გამოყენების შემდეგ კანზე სიწითლე გაგიჩნდათ ან ქავილმა შეგაწუხათ, ამ დეზოდორზე უარი თქვით.
- გაძლიერებული ოფლდენის დროს თავი არიდეთ მწარე, ცხარე, სანელებლებით შეკაზმულ საკვებს, ყავასა და ჩაის - ეს პროდუქტი საოფლე ჯირკვლების მუშაობას აძლიერებს.
- ნუ ჩაიცვამთ იღლიებში მჭიდროდ შემოსალტულ სამოსს. სითბოში უმჯობესია ნატურალური ქსოვილის ტანსაცმელი ატაროთ.