რატომ უნდა ვირბინოთ დილაობით და როდის არის სირბილი მავნე?!
იდეალურ დილაზე ადამიანებს სხვადასხვანაირი წარმოდგენა აქვთ. ზოგისთვის მისი მთავარი კომპონენტი გემრიელი საუზმეა, ზოგისთვის - გრილი შხაპი, ზოგისთვის კი წარმოუდგენელია დილა სირბილის გარეშე, რადგან მას ნაყოფიერი და წარმატებული დღის საწინდრად მიიჩნევს. დილის სირბილი ნამდვილად სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, ამიტომ იგი არავისთვის იქნება ზედმეტი. მოდი, ერთად გავარკვიოთ, როგორ ვირბინოთ დილაობით, რომ ეს ჯანმრთელობისთვის ზედმიწევნით სასარგებლო იყოს.
რატომ უნდა ვირბინოთ დილაობით?
სუფთა ჰაერი, ენერგიის ნაკადი, ღონიერი კუნთები და ძლიერი იმუნიტეტი - დღის საუცხოო დასაწყისთან ერთად დილის სირბილი ფორმის შენარჩუნებასაც უწყობს ხელს. მცდარია წარმოდგენა, თითქოს დილის სირბილი ადამიანს ძალ-ღონეს აცლიდეს და ფიტავდეს. ასეთი რამ მოსალოდნელია მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანი არარაციონალურად იტვირთება სირბილისას, აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა, მოუწესრიგებელი, დაუბალანსებული შრომისა და ძილის რეჟიმი.
როგორ ვირბინოთ?
მან, ვისაც გულ - სისხლძარღვთა სისტემის დაავადება აქვს, სირბილის დაწყებამდე კონსულტაცია უნდა გაიაროს მკურნალ ექიმთან, რათა სიბილის დროს დატვირთვის ინდივიდუალური გრაფიკი შეუდგინონ. ორგანიზმზე გავლენა დილით სირბილს ისეთივე გავლენა აქვს, როგორიც საღამოს სირბილს.
გაითვალისწინეთ!
დილით სირბილი არ შეიძლება ჭამის შემდეგ. ეს, გარდა იმისა, რომ ორგანიზმისთვის დამატებითი დატვირთვაა, ხელს უშლის წონის კლებასაც, რაც სირბილის ერთ - ერთი მთავარი მიზანია. მშიერ კუჭზე სირბილი ნებისმიერი დიეტის დროს ეფექტიანად წვავს ჭარბ ცხიმს. თუ ჭამის დაუძლეველი სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ მიირთვათ ხილი ან რძემჟავა პროდუქტები: მაწონი, კეფირი, ხაჭო. სირბილი გაცილებით სასიამოვნოა, როდესაც მეწყვილე გყავთ, იზრუნეთ ამაზეც. ეს პასუხისმგებლობის გრძნობასაც ზრდის და სირბილიც გაცილებით სახალისო ხდება.
სად ჯობია?
გაზაფხულსა და ზაფხულში საამისოდ შესანიშნავია ღია სტადიონი, პარკი ან ტყე. ზამთარში შეგიძლიათ შეიძინოთ სპეციალური დარბაზის აბონემენტი ან სპორტის სხვა სახობას მისდიოთ. მნიშვნელოვანია გრაფიკი. ახალბედამ უმჯობესია, ასეთი გრაფიკით ისარგებლოს: ერთი დღე- სირბილი, მეორე დღე - დასვენება. გარკვეული გამოცდილების შეძენის შემდეგ გრაფიკი შეცვალეთ: ყოველ სამ დღეში ერთი დღე დასვენებაც კმარა.
გაითვალისწინეთ!
ფიზიკური დატვირთვა რამდენიმე წესის დაცვა მოითხოვს. თავდაპირველად ირბინეთ ნელა, რადგან სიჩქარე სულაც არ არის მთავარი. აუცილებელია, სირბილს დროდადრო შეუნაცვლოთ სწრაფი სიარული. ზოგადი სისუსტისას შეგიძლიათ მშვიდად შეამციროთ დატვირთა, ნუ დატაჯავთ ორგანიზმს. სირბილისას, ჯობს, გეცვათ მოხერხებული, რბილლანჩიანი ფეხსაცმელი. სირბილის დაწყებამდე აუცილებელია 5 წუთიანი ტანვარჯიში, მოთელვა კუნთებისა და სახსრების გასახურებლად.
როდის არის სირბილი მავნე?

- დილით, როდესაც ადამიანის სხეული მშვიდი მდგომარეობიდან აქტიურში გადადის, იგი გაძლიერებულად იწყებს მუშაობას. ეს არ "უყვარს" ნერვულ სისტემას, განსაკუთრებით მაშინ, თუ ღამით ცუდად გეძინათ. ასეთ დროს იწყება ჰორმონთა გადმოსროლა სისხლში, რომელიც მთელი დღით არღვევს ბალანსს.
- დილით სირბილი აძლიერებს სისხლის შედედების უნარს და შესაძლოა, თავის ტვინის სისხლძარღვთა დახშობაც გამოიწვიოს, ამიტომ ათეროსკლეროზული დაზიანების დროს სირბილის დაწყებამდე აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.
- დილით სირბილს სიფრთხილით უნდა მოეკიდოთ თირკმლისა და ღვიძლის დაავადებების დროს. ამ შემთხვევაში უმჯობესია საღამოობით ირბინოთ, რადგან სწორედ დღის ამ მონაკვეთში მიმდინარეობს ამ ორგანოთა ქსოვილებში აღდგენითი პროცესები.
- სირბილი უნდა დაიწყოთ გაღვიძებიდან 2 საათის შემდეგ - ასეთია ორგანიზმის ბიოლოგიური განრიგი.