როგორ არვიცილოთ თავიდან პრობლემა, რომელსაც კომპიუტერული დაღლილობის სინდრომს უწოდებენ
კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობა ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო რომ არ არის, ალბათ ყველა დაგვეთანხმება. თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებამ ადამიანები მათზე დამოკიდებული გახადა. კომპიუტერს არა მხოლოდ ინფორმაციის მოსაპოვებლად და გასართობად, არამედ უკვე ყოველდღიური ურთიერთობისთვისაც იყენებენ. ადამიანი მის გარეშე წუთსაც ვეღარ ძლებს და მუდმივად მისკენ მიისწრაფვის. ბოლო ხანს საკმაოდ ხშირად გვესმის კომპიუტერის მავნე ზემოქმედების შესახებ. ზემოქმედებას სხვა ორგანოებთან ერთად განიცდის თვალიც.
კომპიუტერული ზემოქმედება მხედველობაზე
აქამდე მიიჩნეოდა, რომ მხედველობას აქვეითებს დიდი ხნის განმავლობაში ტელევიზორის ყურება, ცუდი განათების პირობებში და მოძრავ ტრანპორტში კითხვა. დღეს ამ მიზეზებს დაემატა კიდევ ერთი მავნე ფაქტორი - კომპიუტერი. 1998 წელს ამერიკელმა მედიკოსებმა შემოიღეს ახალი ტერმინი - კომპიუტერული დაღლილობის სინდრომი (Computer Vision Syndrome, CVS), იგივე კომპიუტერული ასთენოპია. CVS მხედველობის სპეციფიკური დარღვევაა და მას ემართება, ვინც ბევრ დროს ატარებს მონიტორთან. მიიჩნევა, რომ ყოველდღიურად ამ სინდრომის მსხვერპლია კომპიუტერთან მუდმივად მომუშავე ადამიანების 40 % და პერიოდულად მომხმარებელთა 92 %.
სპეციალისტებმა გამოყვეს 5 ძირითადი მიზეზი, რომლებიც უარყოფითად მოქმედებს თვალზე:
როდის იწყება ჩივილები
კომპიუტერის მუდმივი მომხმარებლების უმრავლესობა ჩივილებს აღნიშნავს კომპიუტერთან 4 საათის განმავლობაში შეუსვენებლივ მუშაობის შემდეგ, ხოლო კომპიუტერთან შეუსვენებლივ 6 საათი მუშაობის შემდეგ ეს ჩივილები აქვს პრაქტიკულად ყველას.
შედარებით ნაკლები დატვირთვა ადგება მხედველობას მონიტორიდან ინფორმაციის კითხვისას, მეტი - მისი შეყვანისას, ყველაზე მეტად კი დაღლას იწვევს მუშაობა დიალოგურ რეჟიმში და კომპიუტერული გრაფიკა.
როგორ ავიცილოთ თავიდან პრობლემა
ექიმების უმრავლესობა პაციენტებს ურჩევს, შეზღუდონ კომპიუტერთან მუშაობის ხანგრძლივობა, სწორედ შეარჩიონ მონიტორის მდებარეობა და დროდადრო შეისვენონ. დიდი მნიშვნელობა ენიჭება მონიტორის სწორად შერჩევას.

- მონიტორებზე გამოსახულების პიქსელური სტრუქტურა. საქმე ის არის, რომ მონიტორზე გამოსახულება არა ხაზებით, არამედ მიკროსკოპული წერტილების სახით მოგვეწოდება, თვალი კი ასეთ გამოსახულებაზე მწვავედ რეაგირებს.
- თვალზე უატყოფითად მოქმედებს მონიტორიდან არეკლილი სინათლე. კომპიუტერიდან წამოსული სინათლის სხივები, როდესაც პირდაპირ ხვდება თვალზე, აზიანებს ტვინს, რადგან მხედველობის დაღლა - ეს ტვინის დაღლაა.
- მონიტორებს უმეტესად მცირე კონტრასტულობა აქვს, რაც თვალს ძაბავს და სწრაფად ღლის.
- მხედველობაზე უარყოფითად აისახება აგრეთვე კადრების ნათების მონაცვლეობა.
- მხედველობას აუარესებს მონიტორზე წარმოქმნილი ბლიკები. ისინი ვლინდება სხვა მანათობელი საგნების ანარეკლის სახით.