ამ 7 რამეს თითოეული ჩვენგანი აკეთებს. ოფთალმოლოგები გვირჩევენ, შევწყვიტოთ

ამ 7 რამეს თითოეული ჩვენგანი აკეთებს. ოფთალმოლოგები გვირჩევენ, შევწყვიტოთ
იდეალური ადამიანები არ არსებობენ, ეს ფაქტია. თითოეულს თავისი მავნე ჩვევა აქვს. ალკოჰოლისა და თამბაქოს მავნე თვისებებზე ბავშვმაც კი იცის, მაგრამ ცოტა ვინმე თუ იაზრებს, რა ფატალური შედეგი მოსდევს ერთი შეხედვით უწყინარ ჩვევებს. ზოგიერთი მათგანი მხედველობაზე ზემოქმედებს.

fpaparazzi მოგითხრობთ, რომელი ყოველდღიური ჩვევებია მხედველობის გაუარესების მაპროვოცირებელი.



მხედველობის დარღვევა

კომპიუტერის ეკრანი




როგორ ვიხსნათ მხედველობა ტექნიკური პროგრესის ეპოქაში? დღეს კომპიუტერის მონიტორი ისეთი მავნე არ არის, როგორც ადრე, მაგრამ საშიშია არა თავად მონიტორი, არამედ, სინათლის წყაროს დიდ ხანს ყურება. ამისგან თვალები იძაბება და თვალის კუნთების ატროფირებას იწვევს. შედეგად, ვიღებთ ახლო მხედველობას.

მოხრილი მხრები




მხედველობის მდგომარეობა მხრებზეა დამოკიდებული. ხერხემლის გამრუდების გამო ტვინი არასაკმარისი რაოდენობის ჟანგბადს იღებს, ზიანდება კეფა, რომელიც პასუხისმგებელია მხედველობაზე.

მავნე საკვები




ცუდი კვება - მხედველობის დაკარგვის ერთ-ერთი მიზეზია. ისეთი რთული მექანიზმის მუშაობისთვის, როგორიცაა თვალები, საჭიროა დიდი ოდენობით ვიტამინები და მინერალები. თუ ფასთფუდს მიირთმევთ, ნუ გაგიკვირდებათ, რომ მხედველობა გაგიუარესდათ. მიიღეთ А, С, Е ვიტამინებით, თუთიითა და ომეგა-3-ით მდიდარი საკვები, ასევე, დღეში 2 ლიტრი წყალი.

თვალების სრესვა



ეს გახლავთ საშინელი ჩვევა! გარდა იმისა, რომ აზიანებთ ქუთუთოების სისხლძარღვების რთულ მექანიზმს, ასევე, შეგაქვთ ბაქტერიები თვალების ლორწოვან გარსში, ეს კი მხედველობას საშიშროებას უქმნის.

ძილის მუდმივი უკმარისობა




სრულფასოვანი ძილი ჯანმრთელი თვალების საწინდარია. უძილობას უამრავი პრობლემა მოსდევს: ქრონიკული დაღლილობა, შრომისუნარიანობისა და მთლიანობაში ჯანმრთელობის დაქვეითება. თვალები წითლდება, ჩნდება ქავილი და სიმშრალე, რაც შემდგომში მხედველობაზე ცუდად აისახება.

მზის სათვალეების უგულებელყოფა



მზის სხივების აგრესიული ზემოქმედება არამხოლოდ კანს, არამედ თვალებსაც ავნებს. ამას მოსდევს ბადურის უჯრედების დეგრადაცია, რომელსაც ასაკთან რეგენერაციის უნარი არ შესწევს. აუცილებლად ატარეტ მზის სათვალეები ამ პრობლემების თავიდან ასარიდებლად.

თვალის წვეთები




თვალის წვეთების ხშირი გამოყენება პრეპარატისადმი ადაპტაციის მაპროვოცირებელია. ასე რომ, წვეთების გამოყენება გამოსავალი არ არის. პრეპარატების უმეტესობას ხანმოკლე მოქმედების ეფექტი აქვს, მაგრამ არ აცილებს პრობლემის წარმოშობის მიზეზს. უმჯობესია, მიმართოთ ოფთალმოლოგს.