რჩევები მათთვის, ვისი შვილებიც კომპიუტერთან ბევრ დროს ატარებენ
რა პერიოდულობითა და სიხშირით უნდა დავასვენოთ თვალი? სკოლაში ეს პერიოდულობა კარგად არის დაცული - ყოველ 40 - 45 წუთში დასვენებაა. ამ დროს ბავშვი მარტო გონებრივად კი არ ისვენებს, არამედ ასვენებს მხედველობასაც. შინ მეცადინეობისას, სასურველია, ბავშვი საათში ერთხელ შევასვენოთ.
თვალების დაღლილობის მოსახსნელი ვარჯიშები
არსებობს უამრავი ვარჯიში, რომელთა ჩატარება შინაც შეიძლება.
ეს ვარჯიშები მარტივია:
რჩევები მათთვის, ვისი შვილებიც კომპიუტერთან ბევრ დროს ატარებენ
თვალების დაღლილობის მოსახსნელი ვარჯიშები
არსებობს უამრავი ვარჯიში, რომელთა ჩატარება შინაც შეიძლება.
ეს ვარჯიშები მარტივია:
- თვალები დახუჭეთ და "შემოხაზეთ" თვალით გეომეტრიული ფიგურები - წრე, სამკუთხედი, რვიანი, ელვა - ზიგზაგი.
- მარკერით ფანჯრის მინაზე დასვით წერტილი. ბავშვმა ჯერ ამ წერტილს უნდა შეხედოს, მერე კი ქუჩაში არსებულ საგანზე გადაიტანოს მზერა. ეს რამდენიმეჯერ გაამეორებინეთ.
ბევრი ისეირნეთ ბავშვთან ერთად ქუჩაში, დღისით - არანაკლებ 2 საათისა. აუცილებელია არა მხოლოდ ღამის სრულფასოვანი ძილი, არამედ დღისით დასვენებაც. თუ ბავშვი უარს ამბობს შუადღის ძილზე, ასეირნეთ პარკში.
რჩევები მათთვის, ვისი შვილებიც კომპიუტერთან ბევრ დროს ატარებენ
- 2 - 3 წლამდე ბავშვს საერთოდ ნუ მისცემთ კომპიუტერთან ურთიერთობის საშუალებას - მაღალია უარყოფითი ზემოქმედების რისკი.
- 4 -6 წლის ასაკში ტელეეკრანსა და მონიტორთან დღეში 40 წუთზე მეტს ნუ გაატარებს. 15 - 20 წუთში ერთხელ შეასვენეთ.
- 6 - 7 წლის ასაკში ეს დრო შეიძლება 1 - 1,5 საათამდე გაიზარდოს, ისიც - 30 წუთში ერთხელ შესვენებით.
- თვალებიდან ეკრანამდე მანძილი 2 მეტრზე ნაკლები არ უნდა იყოს. ტელევიზორი უნდა იდგეს თვალების დონეზე, ოთახი თანაბრად იყოს განათებული. არ შეიძლება ტელევიზორის ყურება ჩაბნელებულ ოთახში, გვერდულად, წოლისას - ეს მხედველობას მეტისმეტად ძაბავს. კომპიუტერის მონიტორს კი თვალებიდან, სულ ცოტა, 50 სმ უნდა აშორებდეს. იდგეს თვალების დონეზე ან ოდნავ დაბლა, სამუშაო ადგილი დამატებით უნდა იყოს განათებული მაგიდის ნათურით.