ნაცნობმა დაბალი წნევის სამკურნალო რეცეპტი მასწავლა, რის შემდეგაც ჩემი პრობლემა გადაიჭრა.
ხანგრძლივი დროის განმავლობაში მაწუხებდა დაბალი წნევა (ჰიპოტენზია), რის გამოც მქონდა ძლიერი სისუსტე, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი. ფიზიკური შრომა არ შემეძლო. ვსვამდი წამლებს, მაგრამ მხოლოდ დროებით ვიღებდი შედეგს. ერთმა ნაცნობმა მასწავლა ამ დაავადების სამკურნალო ხალხური რეცეპტი, რომლის მიხედვითაც დავამზადე ნაყენი. მას შემდეგ ჩემი პრობლემა გადაიჭრა. ახლა გაცილებით ყოჩაღად ვგრძნობ თავს, აღარც ვიღლები, თავის ტკივილიც აღარ მაწუხებს.
მკურნალობა:
ერთ სავსე სუფრის კოვზ ნეგოს უნდა დაასხათ 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩეროთ 10 წუთი, გაწურეთ და მიიღოთ ერთი თვის განმავლობაში. შემდეგ შეისვენეთ 1 თვე და ისევ გაიმეორეთ კურსი.
ექიმის კომენტარი:
ნეგოს ყვავილი შეიცავს ეთერზეთებს, ფლავონოიდებს, C და K ვიტამინებს, მაღალმოლეკულურ სპირტებს, ცხიმოვან მჟავებს, მინერალურ მარილებს და მიკროელემენტებს.
ნეგოს პრეპარატები აუმჯობესებს ნაღვლის გამოყოფას, ამცირებს ნაღვლის ბუშტის ტონუსს. მცენარის ექსტრაქტს აქვს სპაზმოლიზური მოქმედება ნაწლავებისა და სანაღვლე გზების გლუვ კუნთებზე, ხსნის სისხლძარღვთა სპაზმებს. გარდა ამისა, ნეგოს პრეპარატები ასტიმულირებს კუჭის წვენის სეკრეციას და ააქტიურებს კუჭქვეშა ჯირკვლის სეკრეტორულ ფუნქციას, ზრდის დიურეზს ( შარდის გამოყოფას). მცენარეს აქვს აგრეთვე ანტიანთებითი და ანტიბაქტერიული თვისებები.
მკითხველი აღნიშნავს, რომ ნეგოს ნაყენმა მას დაბალი წნევა მოუწესრიგა. თუმცა მცენარის ფარმაკოლოგიურ ეფექტებს შორის ჰიპერტენზიული ( წნევის ამწევი ) მოქმედება არ გვხვდება. სავარაუდოა, რომ მცენარის ასეთი ეფექტი მიიღება იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს აქვს კუჭის დაბალ მჟავიანობასა და ანემიასთან დაკავშირებული ჰოპოტენზია, რადგან ნეგოს ნაყენს ახასიათებს კუჭის სეკრეციის გააქტიურება.