ასთმის სამკურნალო, ეფექტური ხალხური საშუალება!
დიდი ხანია ასთმა მაწუხებს. როგორც ექიმმა მითხრა, ჩემი დაავადება საშუალო სიმძიმისაა - ძალიამ მძიმე და ხშირი შეტევები არ მქონია, თუმცა მდგომარეობა კიდევ უფროო შემიმსუბუქდა მას შემდეგ, რაც ერთმა ნაცნობმა ასთმის სამკურნალო ხალხური რეცეპტი მასწავლა. ასთმიანებისთვის თავშავას ჩაი ყოფილა სასარგებლო. იგი ოფლმდენიცაა, ათხელებს ლორწოს ბრონქებში და ასუფთავებს მათ.
მომზადების და გამოყენების წესი:
2 ს/კ თავშავას დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი. დაახურეთ ხუფი და გააჩერეთ ნახევარი საათი. შემდეგ გადაწურეთ და სვით დღის განმავლობაში. გადაანაწილეთ სამ მიღებაზე. მიიღეთ ჭამამდე 30 წუთით ადრე.
ამ ნაყენს მხოლოდ მაშინ კი არ ვსვამ, როცა თავს ცუდად ვგრძნობ, არამედ ყოველ გაზაფხულსა და შემოდგომაზე ვიტარებ 10 - 12 დღიან პეოფილაქტიკურ კურსს. რაც ნაყენის მიღება დავიწყე, დაავადების ნიშნები საგრძნობლად შემიმცირდა. შეტევა აღარ მქონია. მკურნალმა ექიმმაც მირჩია, გამეგრძელებინა ნაყენის მიღება მოკლე კურსებით და მხოლოდ გამწვავების პერიოდში.
ექიმის კომენტარი:
თავშავას პრეპარატებს აქვს ანტიანთებითი, ანტიმიკრობული და ტკივილიგამაყუჩებელი მოქმედება. გარდა ამისა, გააჩნია ნაღველმდენი, შარდმდენი, ამოსახველებელი და გამოხატული საძილე ეფექტი.
თავშავას ხალხურ მედიცინაში იყენებენ საჭმლის მონელების მოსაწესრიგებლად, მადის აღმძვრელ საშუალებად. დაბალი მჟავიანობით მიმდინარე გასტრიტების, ქოლეცისტიტების, სანაღვლე გზებით დისკინეზების, ენტეროკოლიტების ( მეტეორიზმისა და ყაბზობის თანხლებით ) სამკურნალოდ.
თავშავას ნაყენს უნიშნავენ ამოსახველებელ საშუალებად მწვავე და ქრონიკული ბრონქიტების დროს. იგი შედის ოფლის მოსადენ საშუალებათა რიცხვშიც. მის ნაყენს იყენებენ სავლებად ანგინების, გინგივიტების დროს. კანის ჩირქოვანი დაავადებებისა და დიათეზის დროს კი თავშავა გარეგან საშუალებად გამოიყენება.