ერთმა ნაცნობმა გინეკოლოგმა მასწავლა, კლიმაქსის სამკურნალო ასეთი რეცეპტი.

ერთმა ნაცნობმა  გინეკოლოგმა მასწავლა, კლიმაქსის სამკურნალო  ასეთი რეცეპტი.
ბევრი ქალისთვის კლიმაქსი მართლაც რთული პერიოდია. მეც მაწუხებდა ალები, ოფლიანობა, წნევა ხშირად თამაშობდა, დამერღვა გულ - სისხლძარღვთა სისტემის მუშაობა. ზოგჯერ ტემპერატურაც კი მემატებოდა. ექიმების მიერ გამოწრილი აბები არ მშველოდა. ერთმა ნაცნობმა გინეკოლოგმა მასწავლა ასეთი რეცეპტი:
დაგჭირდებათ:
  • ლიმონი
  • შავი ბოლოკის წვენი
  • ჭარხლის წვენი
  • თაფლი
  • არაყი

მომზადების და გამოყენების წესი:
შეურიეთ თანაბარი რაოდენობით ლიმონის, შავი ბოლოკის და ჭარხლის წვენი, თაფლი და არაყი. ერთი კურსის ჩასატარებლად დაგჭირდებათ თითო ჭიქა ეს კომპონენტი. მზა ნარევი შეინახეთ მაცივარში და მიიღეთ 3 თვის განმავლობაში ყოველდღიურად, დილა - საღამოს, თითო სუფრის კოვზი, არავითარ შემთხვევაში არ შეწყვიტოთ სმა.
სამითვის შემდეგ ალები აღარ შეგაწუხებთ. ეს საკუთარ თავზე გამოვცადე. დღეს მაინც ვაგრძელებ წელიწადში ერთხელ, პროფილაქტიკის მიზნით, ამ ნარევის მიღებას. ამის გაკეთება სჯობს გაზაფხულზე, როცა ორგანიზმს ვიტამინები აკლდება.
ახლა უკვე 70 წლის ვარ და თავს მშვენივრად ვგრძნობ, რასაც სხვებსაც ვუსურვებ.

ექიმის კომენტარი:
მკითხველის მიერ მოწოდებული რეცეპტის თითოეული კომპონენტი მდიდარია სხვადასხვა ვიტამინებით, მინერალით და სხვა ბიოაქტიური ნივთიერებებით, რომელიც ორგანიზმისთვის რთულ, კლიმაქსურ პერიოდში აუცილებელია. გაითვალისწინეთ, რომ უნდა დაიცვათ ნარევის შენახვის წესები, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი არა მხოლოდ დაკარგავს სამკურნალო თვისებებს, არამედ შეიძლება გავნოთ კიდეც.
სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილი წიგნი კარაბადინი