უებარი ხალხური ნაყენი დაბალი წნევის განსაკურნებლად!

უებარი ხალხური ნაყენი დაბალი წნევის განსაკურნებლად!
ხანგრძლივი დროის განმავლობაში მაწუხებდა დაბალი წნევა ( ჰიპოტენზია), რის გამოც მქონდა სისუსტე,თავბრუსხვევა,თავის ტკივილი.ფიზიკური შრომა არ შემეძლო.ვსვამდი წამლებს,მაგრამ მხოლოდ დროებით ვიღებდი შედეგს.ერთმა ნაცნობმა მასწავლა ამ დაავადების სამკურნალო რეცეპტი,რომლის მიხედვითაც დავამზადე ნაყენი. მას შემდეგ ჩემი პრობლემა გადაიჭრა.ახლა გაცილებით ყოჩაღად ვგრძნობ თავს,აღარც ვიღლები,თავის ტკივილიც აღარ მაწუხებს.

ინგრედიენტები:
  • 1ს/კ ნეგო
  • 1ჩ/ჭ მდუღარე წყალი

მომზადების და გამოყენების წესი:
ერთ სავსე სუფრის კოვზ ნეგოს დაასხით 1ჩ/ჭ მდუღარე წყალი,გააჩერეთ 10წუთი,გაწურეთ და მიიღეთ ერთი თვის განმავლობაში.შემდეგ შეისვენეთ 1 თვე და ისევ გაიმეორეთ კურსი.

ექიმის კომენტარი:
ნეგოს ყვავილი შეიცავს ეთერზეთებს,ფლავონოიდებს,ვიტამინებს (C და K ), მაღალმოლეკულურ სპირტებს, სტერეოიდულ ნაერთებს,ცხიმოვან მჟავებს,მინერალურ მარილებს და მიკროელემენტებს.
ნეგოს პრეპარატები აუმჯობესებს ნაღვლის გამოყოფას,ამცირებს ნაღვლის მჟავების კონცენტრაციას,აუმჯობესებს ნაღვლის ბუშტის ტონუსს. მცენარის ექსტრაქტს აქვს სპაზმოლიზური მოქმედება ნაწლავებისა და სანაღვლე გზების გლუვ კუნთებზე,სხნის სისხლძარღვთა სპაზმებს.გარდა ამისა,ნეგოს პრეპარატები ასტიმულირებს კუჭის წვენის სეკრეციას და ააქტიურებს კუჭქვეშა ჯირკვლის სეკრეტორულ ფუნქციას,ზრდის დიურეზს ( შარდის გამოყოფას ). მცენარეს აქვს,აგრეთვე,ანტიანთებითი და ანტიბაქტერიული თვისებები.
მკითხველი აღნიშნავს, რომ ნეგოს ნაყენა მას დაბალი წნევა მოუწესრიგა,თუმცა მცენარის ფარმაკოლოგიურ ეფექტებს შორის ჰიპერტენზიული ( წნევის ამწევი ) მოქმედება არ გვხვდება.სავარაუდოა, რომ მცენარის ასეთი ეფექტი მიიღება იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს აქვს კუჭის დაბალ მჟავიანობასთან და ანემიასთან დაკავშირებული ჰიპოტენზია,რადგან ნეგოს ნაყენს ახასიათებს კუჭის სეკრეციის გააქტიურება.
სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილის წიგნი კარაბადინი