როგორ ვებრძოლოთ კუჭ - ნაწლავის ქრონიკულ შეკრულობას, ექიმი გირჩევთ...
მაქვს კუჭ - ნაწლავის ქრონიკული შეკრულობა აირების ინტენსიური გამოყოფით. ვიღებ ყოველდღე ხუთ აბ ნახშირს, რომელიც არც ისე ეფექტურია. 55 წლის წინ მქონდა სიყვითლე. ამჟამად ნაღვლის ბუშტი გადიდებული მაქვს ( კენჭები არ აღმომაჩნდა). პერიოდულად ვსვამ ალოქოლს. დროგამოშვებით მაქვს ყრუ ტკივილები. რა საშუალებები არსებობს აირებისგან ადვილად გასათავისუფლებლად?
ექიმის კომენტარი:
თქვენ მიერ აღწერილი სიმპტომები ნაღვლის ბუშტის ანთების ტიპურ სურათს ასახავს. სწორედ ამ დაავადებასთანაა დაკავშირებული ყაბზობა (შეკრულობა), აირების გამოყოფა, ტკივილი ნაღვლის ბუშტის არეში. ნახშირი, რომელსაც თქვენ იღებთ, მართლაც აირების შთანთქმელი (ადსორბენტი) პრეპარატი, მაგრამ ამგვარად თქვენ მხოლოს შედეგს ებრძვით, ხოლო ის, რაც კუჭ -ნაწლავის ტრაქტში აირების ჭარბ გამოყოფას იწვევს, პრაქტიკულად, არ არის საკმარისი.
ქოლეცისტიტის სამკურნალოდ გამწვავების დროს ინიშნება ანტიბიოტიკები, ჩაწყნარებისას კი უნდა ჩატარდეს პროფილაქტიკური კურსი: ნაღვლის ბუშტის ყრუ გამორეცხვა მინერალური წყლებით, ქოლინოლიტიკები, სპაზმოლიზური საშუალებები (ნო-შპა), საჭმლის მონელების პროცესის გასაუმჯობესებელი ფერმენტული პრეპარატები სხვათა შორის, ასაკის მატებასთან ერთად ადამიანის ფერმენტული სისტემა დუნდება. ამიტომ კუჭ - ნაწლავის ფუნქცია რომ არ დაირღვეს, მას რეგულარულად უნდა მივაწოდოთ ფერმენტების მონელების გასაუმჯობესებლად. ასეთი პრეპარატებია ფესტალი, პანკრეატინი, მეზიმ -ფორტე და სხვა. ალოქოლი როგორც ნაღველმდენი საშუალება, ასევე ეფექტურია ამ დაავადებების დროს.
თუ გინდათ, შედეგი რეალური იყოს, დაიცავით დიეტა - ერიდეთ ზედმეტად ცხიმიან, ცხარე, მწარე საკვებს. შედეგიანია ნაწლავური ფლორის კორექტირება ბიოპრეპარატებით ( ბაქტისუპტილი, ლინექსი). თქვენ გჭირდებათ კომპლექსური მკურნალობა, რომელსაც ექიმი დაგინიშნავთ.