რომელი ხალხური საშუალებები უნდა გამოვიყენოთ მუცლის შებერილობის დროს.
მუცლის შებერილობას იწვევს აირების ჭარბი დაგროვება, ამის შესამცირებლად იყენებენ პრეპარატებს, რომლებიც ხელს უწყობს ნაწლავში დაგროვილი აირების შთანთქმას. მეტეორიზმის დროს რეკომენდებულია ფერმენტული ( მათ რიცხვს მიეკუთვნება ენზიმტალი ), ნაწლავური მიკროფლორის აღმდგენი ბაქტერიული მედიკამენტების, ნაწლავის მოტორიკაზე მოქმედი საშუალებების მიღება და სათანადო კვება. რაც მთავარია, აუცილებელია მუცლის შებერილობის გამომწვევი მიზეზის მოხსნა. მიზეზი კი ბევრი რამ შეიძლება იყოს.
- რაც შეეხება სამკურნალო მცენარეებს, შესანიშნავია გვირილის ნაყენი: 1 ს/კ გვირილას დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გავაცივოთ, გადავწუროთ და მივიღოთ 50 მლ დღეში 3 - 4 - ჯერ, ჭამამდე 1 საათით ადრე.
- ეფექტურია პიტნის ჩაი, რომელიც კუჭ - ნაწლავის ტრაქტს ძალიან უხდება.
- კამის ნახარში და წვენი შებერილობის დროს არა მარტო ბავშვებს, არამედ მოზრდილებსაც შველის.
- ეფექტურია მცენარეული ნაღველმდენი საშუალებებიც: კრაზანა, ვარდკაჭაჭა, რომლებიც ჰეპატოპროტექტორული თვისებებითაც გამოირჩევა და ნაღვლის ბუშტის ქრონიკული ანთების დროს საჭმლის მონელებას აუმჯობესებს.
- ფაღარათის დროს ეფექტურია ჭინჭრის ძირების ნახარში.
- მრავალძარღვა, რომელიც გამოდის ფხვნილებისა და გრანულების სახით, ძალიან კარგია მონელებისთვის, განსაკუთრებით - დაბალი მჟავიანობის დროს, რომელსაც ხშირად ახლავს თან მეტეორიზმი.