დროა, დაივიწყოთ ეს წამალი... ანალგინი უკვე 42 ქვეყანაშია აკრძალული!

დროა, დაივიწყოთ ეს წამალი... ანალგინი უკვე 42 ქვეყანაშია აკრძალული!
ანალგინი - საყოველთაოდ ცნობილი ტკივილგამაყუჩებელია. ხელმისაწვდომობა და ფასი - მისი მთავარი კოზირებია. მიუხედავად ამისა, თანამედროვე კვლევები ამტკიცებს ამ წამლის საშიშ ზემოქმედებებსა და მიღების გაუმართლებელ რისკებს.



Fpaparazzi-ს რედაქცია წარმოგიდგენთ: შეიძლება თუ არა ანალგინის მიღება

ანალგინი აგდებს ტემპერატურას, მაგრამ ამასთან ავნებს ჯანმრთელობას! არ ღირს, გამოიყენოთ ის როგორც ანთებისსაწინააღმდეგო საშუალება, საამისოდ უფრო ქმედითი პრეპარატები არსებობს.



ანალგინი - არანარკოტიკული ანალგეტიკია. ტკივილის სინდრომის შემცირება ფსიქიკაზე ზემოქმედების გარეშე ხდება. ტკივილგამაყუჩებელი შესაძლებლობები მას გაცილებით ნაკლები აქვს, ვიდრე სხვა ნარკოტიკულ წამლებს. სერიოზული ტრავმების, დამწვრობის, ოპერაციის შემდგომი პერიოდის დროს ის ნაკლებად ეფექტურია. ანალგინს მხოლოდ საშუალო ინტენსივობის ტკივილის დროს ურჩევენ: კბილის, ყურის, მენსტრუალური და სხვ.



პრეპარატის საერთაშორისო დასახელება გახლავთ Metamizol natrii, Metamizole sodium. ფარმაკოლოგიური ირმები უამრავ წამალს უშვებს, რომლებიც ამ ივთიერებას შეიცავს. „ბარალგინი“, „დევალჟინი“, „სპაზდოლზინი“, „ტორალგინი“, „ნობოლი“ - მხოლოდ მცირე ჩამონათვალია დასახელებებისა, რომლების მიღმა ანალგინი იმალება.



პრეპარატი აბების, ხსნარების, ინიექციებისა და რექტალური სანთლების სახით იყიდება. დოზირება - 50-დან 500 მლ-მდე. მიღებამდე აუცილებლად წაიკითხეთ ინსტრუქცია, სადაც გვერდითი მოვლენებია აღწერილი.



მშობლებს ხშირად უჩნდებათ კითხვა, შეიძლება თუ არა ანალგინი ბავშვებისთვის. კატეგორიულად დაუშვებელია! მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია მკაცრად ზღუდავს ანალგინის მოხმარებას. 12 წლამდე ბავშვებისთვის მისი მიღება აკრძალულია.

ანალგინის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მიღება სისხლის საშინელ დაავადებას - აგრანულოციტოზს იწვევს. მცირდება სპეციფიკური ლეიკოციტების დონე, ორგანიზმი ვერ აკავებს ბაქტერიებისა და სოკოების გავრცელებას. შედეგად სერიოზულ ინფექციურ დაავადებას ვიღებთ. ასევე აღინიშნება ალერგიული რეაქციები და ანაფილაქტიკური შოკი. ანალგინის რეგულარული მიღებისას მცირდება ღვიძლის მუშაობა, ვარდება წნევა.



სხვა წამლებთან ანალგინის მიღება მის ქმედებას აძლიერებს. პოპუარული კომბინირებული პრეპარატებია - „ტემპალგინი“, „პენტალგინი“, „სპაზმალგონი“, „სედალგინ-ნეო“ და სხვ.



უმეტესობა სამედიცინო პრეპარატების მსგავსად, ანალგინს განკურნება არ შეუძლია. მისი მიღება მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებშია გამართლებული, სიმპტომატიკური ან ერთჯერადი გამოყენებისთვის. ისი ხანგრძლივად მიღება ახშობს დაავადების სიმპტომებს, ამით ართულებს დიაგნოსტიკას და ახალი დაავადების მაპროვოცირებელი ხდება.



ტკივილის მოსაშორებლად უნივერსალური რეკომენდაია გახლავთ - ექიმთან ვიზიტი!