ტკივილგამაყუჩებელი სააფთიქაო პრეპარატები ამ საშუალებას ეფექტურობით ვერ შეედრება. კბილის ტკივილს მყისიერად დაამარცხებთ!
კბილის ტკივილი აუტანელი რამაა, რომელიც თითოეულ ადამიანს უდიდეს დისკომფორტს გვიქმნის. როგორც წესი, ეს უსიამოვნო შეგრძნება ინფექციებით, კბილის ყელის გაშიშვლებით, ბზარებითა და ღრძილების დაავადებებითაა განპირობებული.
ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების არსებობის შემთხვევაში, კბილის ტკივილი ხანდახან იმდენად გაუსაძლისი ხდება, რომ უმარტივესი დავალებების შესრულებაშიც კი ხელს გვიშლის. ინფორმაცია, რომელსაც დღევანდელ სტატიაში ''Fpaparazzi''-ის რედაქცია გთავაზობთ, დაგეხმარებათ კბილის აუტანელი ტკივილის გაყუჩებაში. გაითვალისწინეთ, არ ღირს სტომატოლოგთან ვიზიტის გადადება, რადგან მოცემული საშუალება გეხმარებათ მხოლოდ კონკრეტული სიმპტომის, ამ შემთხვევაში ტკივილის შემსუბუქებაში და არა თავად პრობლემის გამომწვევი მიზეზის გადაჭრაში.
ადამიანების უმრავლესობა კბილის ტკივილის დროს ტკივილგამაყუჩებელ პრეპარატებს მიმართავს, რაც ამ საკითხისადმი არასწორი მიდგომაა. მსგავსი საშუალებებისთვის უამრავი გვერდითი მოვლენა და უკუჩვენაა დამახასიათებელი, რის გამოც გირჩევთ, თავი შეიკავოთ მათი მიღებისგან. საბედნიეროდ, არსებობს ნატურალური ინგრედიენტებისგან შემდგარი საშუალება, რომელიც ტკივილგამაყუჩებელ სააფთიაქო პრეპარატებს საკუთარი ეფექტურობით არ ჩამოუვარდება, თანაც ის აბსოლიტურად უსაფრთხოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის.
უკვე მრავალი წელია, რაც ხალხურ მედიცინაში მიხაკის ზეთი გამოიყენება კბილის ტკივილის წინააღმდეგ საბრძოლველად. გარეგანი გამოყენების დროს ეს ზეთი მყისიერად ახშობს აუტანელ ტკივილს.
ტკივილგამაყუჩებელი ნატურალური საშუალების დასამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ:
ინსტრუქცია:
ჩაამატეთ 2 წვეთი მიხაკის ზეთი ნახევარ ჩაის კოვზ ქოქოსის ზეთში და კარგად გადაურიეთ. მიღებულ ნარევში ჩაალბეთ ყურის ჩხირი და მისი გამოყენებით დაიმუშავეთ მტკივანი კბილი და ღრძილი. ხანმოკლე დროში უსიამოვნო შეგრძნება უკვალოდ გაქრება.
გამოიყენეთ ეს მეთოდი იმდენჯერ, რამდენჯერაც საჭიროდ მიიჩნევთ. როგორც სტატიის დასაწყისში გითხარით, არ ღირს სტომატოლოგთან ვიზიტის გადადება, რადგან ამ და სხვა მსგავს საშუალებებს მხოლოდ დროებითი ეფექტი აქვს. გისურვებთ ჯანმრთელობას!

- 2 წვეთი მიხაკის ზეთი;
- 0,5 ჩაის კოვზი ქოქოსის ზეთი.