ბუნებრივი ტკივილგამაყუჩებელი საშუალება კბილის ძლიერი ტკივილის დროს.

ბუნებრივი ტკივილგამაყუჩებელი საშუალება კბილის ძლიერი ტკივილის დროს.
კბილის ტკივილი ვითარდება კბილის ან ყბის მიდამოში და ძირითადად გამოწვეულია კბილის კარიესით.
ტკივილი შესაძლებელია დაიწყოს უეცრად და იყოს როგორც მსუბუქი ასევე მწვავე პულსირებული ტიპის, რომელიც შესაძლებელია გაუარესდეს ღამით, განსაკუთრებით კი როდესაც დაწვებით დასაძინებლად.
ტკივილი შესაძლოა იყოს მუდმივი ან მოვლითი. საკვების ან სასმელის მიღების დროს ტკივილი შესაძლოა გაუარესდეს, განსაკუთრებით კი მაშინ თუ საკვები ან სასმელი ცხელი ან ცივია. კბილის ძლიერი ტკივილის დროს ეფექტურია ხალხური ნაყენი:

ინგრედიენტები:
  • ხისებრი ალოეს ფოთოლი - 1 ცალი
  • მწარე წიწაკა საშუალო ზომის - 1 ცალი
  • ქრისტესისხლას ბალახი - 1 ჩ/კ
  • არაყი ან გაზავებული სამედიცინო სპირტი - 2 ჭ

მომზადების და გამოყენების წესი:
ალოეს ფოთოლი გავხეხოთ საცერში ან წმინდა სახეხზე მწარე წიწაკასთან ერთად. დავუმატოთ ქრისტესისხლას ბალახი და ავურიოთ. მივიღებთ ერთგვაროვან ფაფას, რომელიც უნდა მოვათავსოთ მჭიდროხუფიან მინის ბოთლში. ჩავასხათ არაყი ან სპირტი, მოვხუფოთ და რამდენიმეჯერ შევანჯღრიოთ. დავტოვოთ 20 დღით გრილ და ბნელ ადგილას, თან ვანჯღრიოთ დღე - ღამეში 2 - ჯერ . გამზადებული ნაყენი გავწუროთ სქელ დოლბანდში. ნაყენი გამოიყენება კომპრესებისათვის კბილის ძლიერი ტკივილის დროს.
სტატიის წყარო:საოჯახო აფთიაქი