რა იწვევს თანდაყოლილ და შეძენილ სიელმეს
თვალების სიმეტრიულ მოძრაობას მათი მამოძრავებელი კუნთების სიმეტრიული და სინქრონული მუშაობა განაპირობებს. როცა მამოძრავებელ კუნთოვანი აპარატი ისვენებს და ყოველგვარი ნერვული ფაქტორის გავლენა მოხსნილია, თვალებს ე.წ. საშუალო მდებარეობა უკავიათ. ასეთ მდებარეობას ორთოფორიას - კუნთოვან წონასწორობას - უწოდებენ. როცა კუნთების ტონუსი არათანაბარია, მათი მოქმედების ჰარმონია ირღვევა. სწორედ კუნთოვანი წინასწორობის დარღვევა ვლინდება ფარული ან ცხადი სიელმით.
სიელმე თვალის დაავადებაა, რომელსაც ცალი ან ორივე თვალის ცენტრალური ღერძის გადახრა ახასიათებს. ამ დროს თვალები არა ერთი და იმავე, არამედ სხვადასხვა მიმართულებით იყურება და ადამიანი ვერ ახერხებს მზერის ფოკუსირებას იმ საგანზე, რომელსაც უცქერს.
სიელმე უმეტესად 2 - 3 წლის ბავშვებს უვითარდებათ. ეს ის ასაკია, როცა ხდება ორივე თვალის შეუღლებული მუშაობის ფორმირება. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, სიელმე ყოველ 50 - ე ბავშვს აქვს.
სიელმე თანდაყოლილიც შეიძლება იყოს და შეძენილიც. თანდაყოლილი სიელმის მიზეზებია:
შეძენილი სიელმე შეიძლება გამოიწვიოს:

- გენეტიკური ფაქტორი ( დაავადება მემკვიდრეობით გადაეცემა);
- მუცლადყოფნის პერიოდში მიღებული ტრავმა ან გადატანილი ინფექციური დაავადება;
- ნაადრევი მშობიარობა (დღენაკლულ ბავშვს თვალის მამოძრავებელი კუნთები შესაძლოა სათანადოდ არ ჰქონდეს ჩამოყალიბებული);
- ნაყოფის ასფიქსია;
- სამშობიარო ტრავმა;
- არცთუ იშვიათად ახალშობილთა სიელმის მიზეზად იქცევა სწრაფი მშობიარობაც.
შეძენილი სიელმე შეიძლება გამოიწვიოს:
- ამა თუ იმ ინფექციურმა დაავადებამ, სეფსისმა;
- თავის ტვინის ტრავმამ, დამწვრობამ;
- ინსულტმა;
- ფსიქოლოგიურმა სტრესმა;
- თვალის მამოძრავებელი კუნთების ანთებითმა, სისხლძარღვოვანმა ან სიმსივნურმა პათოლოგიამ;
- ახლომხედველობამ, შორსმხედველობამ ან ასტიგმატიზმმა, როცა მათი კორექცია არასწორად ტარდება ან გვიანდება.