2 ყველაზე უჩვეულო დაავადება, რომელიც მეცნიერებმა ბოლომდე ვერ შეისწავლეს
სადღეისოდ მეცნიერებისთვის ცნობილია მთელი რიგი ისეთი დაავადებებისა, რომელთაც ვერც ერთი უდიდესი ფანტაზიორი ან იპოქონდრიკი რომ ვერ გამოიგონებდა. მიუხედავად დამშოკავი სიმპტომებისა, ეს დაავადებები ჯერ კიდევ ნაკლებადაა შესწავლილი. მათი მკურნალობა ან შეუძლებელია, ან ნაკლებეფექტური. ყოველ შემთხვევაში, მედიცინის განვითარების მოცემულ ეპატზე.
მორგელონების დაავადება
მორგელონების სენით დაავადებულები თავიანთ მდგომარეობას ასე აღწერენ: ძლიერი ქავილი და იმის მძაფრი შეგრძნება, რომ კანქვეშ ჭიანჭველები დაძვრებიან. ამ მდგომარეობის მიზეზი გაურკვეველია.
ამ სენით დაავადებულების შემხედვარეს საშინელებათა ფილმები გაგახსენდება - ადამიანს მთელი ტანი ექავება, შემდეგ ნახეთქები უჩნდება, იქიდან კი გამოსვლას იწყებს სხვადასხვა ფერის ძაფები და სილის მსგავსი მუქი ნამცეცები. იარები შეხორცდება და რჩება ნაწიბურები და ნაიარევები. მაგრამ მერე იგივე სხვა ადგილებზე მეორდება.
ჩატარებული ანალიზით აღმოჩნდება, რომ პაციენტებიდან გამოდიან არა ძაფები, არა თმები ან მწერები, არამედ გაუგებარი ნივთიერება, რომელიც ორგანიზმში უცნობი ინფექციის შედეგად წარმოიქმნება. ძაფები გამოსაკვლევად კრიმინალისტებს გადასცეს, ნივთიერება კი სპექტროსკოპიულ კვლევებზე წაიღეს. მაგრამ ის არ შედიოდა მონაცემთა ბაზაში არსებულ 800 ბოჭკოთა რიცხვში. რეზულტატი ამ კვლევებისა ნულოვანი აღმოჩნდა. ძაფის სტრუქტურა და შემადგენლობა არ დაემთხვა არც ერთს 90 ათასი ორგანული ნივთიერებიდან! მორგელონების დაავადებას სხვა სიმპტომებიც აქვს: გონებრივი უნარების დაქვეითება, ქრონიკული დაღლილობა, დეპრესია, თმის ცვენა და კუნთების სპაზმი.
მედიკოსების ნაწილი იმ მოსაზრებისკენ იხრება, რომ ეს სხვა არა არის, თუ არა პაციენტების წარმოსახვის ნაყოფი. მაგრამ რა ვუყოთ მაშინ ფერად ძაფებს? სხვები ამტკიცებენ, რომ მორგელონების დაავადება ბიოლოგიური იარაღის ახალი სახეა.
კოტარის სინდრომი
ეს იშვიათი მდგომარეობაა, როდესაც ადამიანები ფიქრობენ, რომ ან თავად ისინი მოკვდნენ, ან მათი სხეულის რაღაც ნაწილები. სტატიის თანახმად, რომელიც ნევროლოგიურ ჟურნალში გამოქვეყნდა, პაციენტმა შეიძლება ისიც კი ივარაუდოს, რომ მისი სულიც კი მოკვდა.
1880 წელს ფრანგმა ნევროლოგმა კოტარმა აღწერა პირველად ეს უაზრობა და მას "უარყოფის ბოდვა" უწოდა. საბოლოოდ კი ამ სინდრომს მისი სახელი ეწოდა. ზოგიერთი ფსიქიატრი კოტარის სინდრომზე საუბრობს, როგორც განდიდების მანიაკალური ბოდვის სარკისებურ გამოხატულობაზე.
ადამიანი, რომელიც ამ დაავადებით იტანჯება, თავს მკვდრად, არარსებულად შეიგრძნობს. მას ჰგონია და ისე გრძნობს, რომ დაკარგვა სასიცოცხლო ძალები, სისხლი და შინაგანი ორგანოები; ფიქრობს, რომ მისი შიგნეული იშლება და იხრწნება. ეს შესაძლოა დეპრესიასთან ან სერიოზულ გონებრივ გადახრებთან იყოს დაკავშირებული. აბდაუბდა, უაზრო, ბოდვითი იდეები კოტარის სინდრომის დროს შემაშფოთებელი ეფექტის ფონზე მკაფიო, ახირებული და გროტესკულად გადაჭარბებული მტკიცებულებებით გამოირჩევა. დამახასიათებელია ავადმყოფების ჩივილები იმაზე, რომ, მაგალითად გაეხრწნა ნაწლავები, ან თავად ავადმყოფი კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი დამნაშავეა. კოტარის სინდრომის სტრუქტურაში ეუფლებათ გარე სამყაროს უარყოფის იდეები. ზოგჯერ ავადმყოფები ამტკიცებენ, რომ მათ უმძიმესი სასჯელი ელით ჩადენილი ბოროტებისთვის, რომელიც მათ კაცობრიობას მოუტანეს. ან ირგვლივ ყველაფერი მოკვდა და დედამიწა დაცარიელდა.