სიყვითლის მკურნალობა ხალხურ მედიცინაში, ნაღველმდენი და შარდმდენი საშუალებებით
სიყვითლე ( ბოტკინი ) - კანის, თვალის თეთრი გარსისა და ლორწოვანი გარსის ყვითელი შეფერილობაა, გამოწვეული ქსოვილებში ნაღვლის პიგმენტის დაგროვებით, რომელიც ღვიძლში წარმოიქმნება. ეს არ არის დამოუკიდებელი დაავადება, არამედ თანმდევი გამოვლენაა რიგი დაავადებებისა - ღვიძლის, სანაღვლე გზებისა და ზოგიერთი სხვა ორგანოსი, აგრეთვე სისხლისა.
ღვიძლის სიყვითლე ხშირად წარმოიქმნება ვირუსული ჰეპატიტის ან ქრონიკული ალკოჰოლიზმის დროს. ამასთან, ირღვევა ნაღვლის პიგმენტის წარმონაქმნი და მისი გამოყოფა კუჭ - ნაწლავში; განავალი ღია, ხოლო შარდი მუქი ფერის ხდება.
ჰემოლიზური სიყვითლე - შედეგია ერითროციტების გაძლიერებული რღვევისასა სისხლში და მათში შემავალი ნაღვლის პიგმენტის გამონთავისუფლებისა. სიყვითლის სხვა ფორმებისგან განსხვავებით , განავალს ჰემოლიზური სიყვითლის დროს, აგრეთვე შარდსაც გააჩნია მუქი შეფერილობა. კანი და თვალის თეთრი გარსი იღებს ლიმონივით ყვითელ ფერს.
მექანიკური სიყვითლე განპირობებულია ნაღვლის სადინარების დარღვევით ნაღვლგამომყოფ გზებზე რაიმე მექანიკური შეფერხების ( მაგალითად, კენჭის ) გამო.
რეკომენდაციები სიყვითლის ნებისმიერი ფორმის გამოვლენისას
სიყვითლის მკურნალობა ხალხური მედიცინის საშუალებებით:
მატიტელა. ერთ მუჭა წვრილად დაჭრილ მატიტელას ბზესა და ნამჯას დაასხით 2 ლ ანადუღარი წყალი და ადუღეთ 2 სთ, ვიდრე მოცულობა არ შემცირდება ნახევარ ლიტრამდე. შემდეგ გააგრილეთ, გაწურეთ, მოათავსეთ მასში 0,5 ლ თაფლი და კვლავ ადუღეთ 5 წთ. გამოგივათ ბლანტი და მწარე მასა. მიიღეთ თითო ს/კ ყოველ 2 საათში. სვით, ვიდრე არ გაგივლით სიყვითლე.
ბაღის პიტნა. აიღეთ 5 გრ გამხმარი ფოთლები 1 ჭიქა წყალზე. მიიღეთ თითო ს/კ ყოველ 3 სთ-ში. გამოიყენეთ როგორც ნაღველმდენი საშუალება.
სამკურნალო სალბი. 2 ჩ/კ დაქუცმაცებული ფოთლები დათუთქეთ 2 ჭიქა მდუღარე წყლით, დააყენეთ 30 წთ, გაწურეთ. მიიღეთ თითო ს/კ ყოველ 2 სთ-ში ნაღვლის ბუშტისა და ღვიძლის ანთებისას.

- პირველ ყოვლისა, უნდა მიიღოთ სასაქმებელი.
- სვით მხოლოდ მოხდილი რძე, არ ჭამოთ არავითარი ცხიმიანი, არანაირი ცხარე სანელებლები.
- ძლიერი ტკივილებისას მარჯვენა ნეკნებქვეშ, დაიდეთ ამ ადგილზე სათბური კომპრესი და შესვით ნახევარი ჭიქა ზეითუნის ზეთი.
- მოამზადეთ ნარევი. ამისათვის აიღეთ საჭმელი სოდა - 4 წილი ( წონით ), სუფრის მარილი - 1 წილი და გლაუბერის მარილი - 1 წილი, რომელიც აძლიერებს ნაღვლის გამოყოფას. ეს ნარევი სვით დილით უზმოზე და სადილის წინ: 1 ჩ/კ ნახევარ ჭიქა ანადუღარ წყალზე.
- ნაღველი თუ ხშირად იღვრება, რეკომენდებულია ყოველ დილით უზმოზე შესვით ორ - ორი ჭიქა თბილი წყალი, რომელშიც გახსნილი იქნება 1 ჩ/კ კარლსბადის ( კარლოვი - ვარის ) მარილი.
- თუ სიყვითლისას ტემპერატურა იწყებს აწევას 38 - 39 გრადუსს ზემოთ, პულსი ნელდება, თავს იჩენს კრუნჩხვები, დაუყოვნებლივ უნდა გამოიძახოთ ექიმი, ხოლო მის მოსვლამდე შეგიძლიათ თავზე დაადოთ ავადმყოფს ყინულიანი ბუშტი, გაუკეთოთ კეფაზე მდოგვის საფენი და მიაღებინოთ ყოველ საათში ათ- ათი წვეთი ქაფურის სპირტი - ჩაწვეთებული სირჩა წყალში.