10 ქალბატონიდან ერთი ამ მზაკვრული დაავადებით იტანჯება, თანაც ისე, რომ მათ წარმოდგენაც არ აქვთ.

10 ქალბატონიდან ერთი ამ მზაკვრული დაავადებით იტანჯება, თანაც ისე, რომ მათ წარმოდგენაც არ აქვთ.
ქალბატონების 10% რეპროდუქციულ ასაკში ენდომეტრიოზის პრობლემას აწყდება.

რა არის ენდომეტრიოზი? ეს საკმაოდ გავრცელებული გინეკოლოგიური დაავადებაა, რომლის დროსაც საშვილოსნოს გარეთ ენდომეტრიუმის მსგავსი თვისებების მქონე ქსოვილი იზრდება. ენდომეტრიოზის დროს ენდომეტრიუმის უჯრედები უჩვეულო ადგილას გადაინაცვლებს, წარმოქმნის კუნძულოვან ჩანართებს და თითქმის ისევე ფუნქციობს, როგორც ენდომეტრიუმი. ენდომეტრიუმის უჯრედები შეიძლება გამრავლდეს საშვილოსნოს მილებში, საკვერცხეებში, საშვილოსნოს კედელში, პერიტონეუმზე, შარდის ბუშტში, სწორ ნაწლავში და საშვილოსნოდან კიდევ უფრო შორსაც კი. უჯრედთა ამ გროვებს ენდომეტრიოზის კერებს უწოდებენ. ვინაიდან ენდომეტრიოზის დროს ნებისმიერი ორგანოსა და სისტემის დაზიანებაა მოსალოდნელი, მას პოლისისტემურ დაავადებათა რიცხვს მიაკუთვნებენ. გავრცელებით ენდომეტრიოზი მესამე ადგილზე დგას მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ანთებითი დაავადებებისა და საშვილოსნოს მიომის შემდეგ.

ეს დაავადება ბოლომდე დღემდე არ არის შესწავლილი და მეცნიერებისთვის ამოუხსნელ ამოცანად რჩება.

სიმტომები, რომლებიც ამ დაავადებისთვისაა დამახასიათებელი, ძალიან ჰგავს იმ სიმტომებს, რომელთაც ქალბატონები მენსტრუაციულ პერიოდში განიცდიან. არსებობს ისეთი შემთხვევებიც კი, როდესაც ქალბატონები მწვავე ტკივილის შედეგად გონებას კარგავენ.

ენდომეტრიოზის სიმპტომები:
  • ღებინების შეგრძნება;

  • მსხვილ ნაწლავთან დაკავშირებული პრობლემები;

  • ძლიერი მენსტრუაციული ტკივილები;

  • კუჭის ტკივილი.

სამწუხაროდ, ენდომეტრიოზმა შეიძლება უშვილობამდეც მიგვიყვანოს.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებისა, როგორ გამოვავლინოთ ეს საშინელი დაავადება?

  1. პირველ რიგში, დაუთმეთ საკმარისი ყურადღება მენსტრუაციულ სპაზმებს.

  2. მიაქციეთ ყურადღება ტკივილებს მენჯის არეში. ენდომეტრიოზის დროს, როგორც წესი, ეს ტკივილები ციკლური ხასიათისაა (თავს იჩენს ან ძლიერდება მენსტრუაციულ პერიოდში). არ არის გამორიცხული ამ ტკივილებმა ქრონიკული სახეც შეიძინოს.

  3. ენდომეტრიოზის დროს შეიძლება გაიზარდოს მენსტრუაციული პერიოდის სიხშირე.

  4. თუ თქვენ ამ დაავადებისგან იტანჯებით, სავსებით შესაძლებელია განიცდიდეთ ტკივილებს მსხვილი ნაწლავის ან შარდის ბუშტის დაცლის დროს.

  5. ტკივილი სქესობრივი აქტის დროს.

ქალბატონებო, არავითარ შემთხვევაში დააიგნოროთ ეს სიმტპომები! მათი არსებობსის შემთხვევაში დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს.