როგორ უნდა უმკურნალოთ ყურის ქავილს სახლის პირობებში და როდის უნდა მიმართოთ ექიმს

როგორ უნდა უმკურნალოთ ყურის ქავილს სახლის პირობებში და როდის უნდა მიმართოთ ექიმს
ყურის ქავილის ყველაზე გავრცელებული მიზეზებია სასმენ მილში გოგირდის დაგროვება (გოგირდის საცობი), გარეთა სასმენი მილის მიკოზი (სოკოვანი ინფექცია), გარეთა ყურის ქრონიკული ანთება, გარეთა სასმენი მილის ეგზემა, ფსორიაზი და ზოგიერთი ფორმის კონტაქტური დერმატიტი, ალერგია, შაქრიანი დიაბეტი, სასმენი აპარატის ასაკობრივი ცვლილებანი, აუტოინტოქსიკაციით მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის დარღვევა. ცნობილია ყურის იდიოპათიური ქავილიც.

მკურნალობა
  • ნუ ეცდებით ყურს გაწმენდას ჩვეულებრივზე გრძელი და უხეში საგნით - ასე პრობლემას კიდე უფრო გაამწვავებთ.

  • ჩაიწვეთეთ ორივე ყურში 2 - 2 წვეთი ნუშის, ზეითუნის ან მზესუმზირის ზეთი. ეს ქავილს მყისვე დააცხრობს.

  • სასმენ მილში მოხეტიალე მიკრობების გამოდევნას თავადაც შეძლებთ, თუ ყურს თბილი წყლით გამოირეცხავთ ან სპირტის წყალხსნარს ჩაიწვეთებთ (თანაფარდობით 1:1) და რამდენიმე წუთი გაიჩერებთ - მიკრობები ზედაპირზე ამოვლენ.

  • გოგირდის პატარა საცობის მოცილება ყურზე ცხელი წყლით სავსე ბოთლის მიდებით შეგიძლიათ. ასეთი სათბურა საცობს არბილებს და ადვილად მოსაცილებელს ხდის. თუმცა, გოგირდოვანი სეკრეტის მთლიანად მოცილებას ნუ ეცდებით, თორემ ქავილს კიდევ უფრო გააძლიერებთ.

მიმართეთ ექიმს, თუ:
  • ქავილი რამდენიმე დღეა გრძელდება და ზემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებებით ვერაფერი მოახერხეთ;
  • გარეთა სასმენი მილის ირგვლივ სიწითლეს ამჩნევთ;
  • ქავილს ერთვის გამონადენი, ტემპერატურის მატება და ტკივილი.

სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:იცნობდე რათა დაამარცხო