ოტოლარინგოლოგი: "ყურის გოგირდის ფერი გიამბობთ ყველაფერს თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ!"

ოტოლარინგოლოგი: "ყურის გოგირდის ფერი გიამბობთ ყველაფერს თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ!"
ყურის გოგირდი - ეს არის ნივთიერებაა, რომელიც დროდადრო უცნაური გზით გროვდება ყურში, რათა დაიცვას და გაწმინდოს სასმენი არხები. ამასთან იგი თქვენი ჯანმრთელობის მარკერიცაა. შეიძლება ეს უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ჰიგიენური წმენდის შემდეგ, არ იჩქაროთ ყურის ჩხირის გადაგდება. მას შეუძლია ბევრი რამ გიამბოთ თქვენს ჯანმრთელობაზე.



ჩვენ გაგაცნობთ, რა შეიძლება გაუწყოთ ყურის გოგირდის ფერმა თქვენ ჯანმრთელობაზე და რატომ არ შეიძლება ამ სიმპტომების იგნორირება.

ყურის გოგირდი

გოგირდს გამოიმუშავებს გარეთა სასმენი მილის გოგირდის ჯირკვლები. ამ გამონაჟონს ემატება მკვდარი უჯრედები, ბუსუსები და სხვა ნარჩენები და ყურის გოგირდიც მზადაა. ეს მოყვითალო-მოყავისფრო ნივთიერება ემსახურება სასმენი არხების წმენდასა და გაპოხვას. ასევე იგი იცავს ყურს ყველანაირი ბაქტერიის, სოკოსა და სხვა სიბინძურისგან.

მაშ, როგორი უნდა იყოს ჯანმრთელი ადამინის გოგირდის ნორმა? რა დროს უნდა ავტეხოთ განგაში? მოდით გავერკვეთ.



  1. ზედმეტად მშრალი გოგირდი

    ხედმეტად მშრალი გოგირდი შეიძლება გამოწვეული იყოს ორგანიზმში ცხიმების ნაკლებობითა და ცხიმოვანი ჯირკვლების არაპროდუქტიული მუშაობით. ასეთ დროს ექიმები გვირჩევენ, გამოვიყენოთ ნებისმიერი მცენარეული ზეთი ყურის წმენდის დროს. გოგირდის სიმშრალე ასევე შეიძლება კანის პრობლემების სიმპტომიც იყოს.




  2. რუხი ფერის გოგირდი

    თუ ყურის წმენდისას ბამბის ჩხირი იღებს რუხ შეფერილობას, მაგრამ სხვა რაიმე სიმპტომს არ სდევს თან, მაშინ ეს უბრალოდ მტვერი შეიძლება იყოს. არ ღირს შეშფოთება, ეს დამახასიათებელია ქალაქში მცხოვრები ადამიანებისთვის.

    თუ ამ უცნაურ ფერს ემატება ქავილი, ეს სავარაუდოდ ეგზემაა. რაც არ უნდა იყოს, თვითმკურნალობა კარგს არაფერს მოგიტანთ.




  3. ყვითელი, თხევადი და წებოვანი გოგირდი

    ყურის გოგირდის ეს ტიპი ყველაზე გავრცელებულია და მოწმობს სმენის აპარატის ჯანმრთელ ფუნქციონირებას. ამასთან, გოგირდის სისველეს და სიმშრალეს გენეტიკაც განსაზღვრავს.

    მაგალითად, აზიალეთა მრავლესობას გოგირდი ზომიერად მშრალი აქვს. ევროპეიდული რასის წარმომადგენლებს კი - ყვითელი, სველი და წებოვანი. მეცნიერები გვიმტკიცებენ, რომ ამგვარი განსხვავება გამოწვეულია კლიმატური პირობებით.



  4. მუქი და მკვრივი გოგირდი

    მუქი ყავისფერი და მკვრივი გოგირდი სულაც არაა წინასწარ ნერვიულობის მიზეზი, თუმცა არც ისე სასიამოვნო სანახავია. ეს შეიძლება სტრესის შედეგი იყოს.



  5. თეთრი ფერის გოგირდი

    თეთრი ფერის გოგირდი შეიძლება მოწმობდეს ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობაზე. საჭიროა ვიტამინების მიღება და ორგანიზმიც ჩადგება ნორმაში




  6. გოგირდი არასასიამოვნო სუნით

    ყურის სეკრეტის უსიამოვნო სუნისას აუცილებლად მიაკითხეთ ექიმს. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს სოკოვანი ან ბაქტერიული ინფექციით. ასევე იგი ოტიტის (შუა ყურის ანთება) თანმდევიცაა.



  7. სისხლიანი ყურის გოგირდი

    ყურის ჩხირზე სისხლის კვალი შეიძლება მიუთითებდეს ყურის აპკის ტრავმულ პერფორაციაზე. ასეთ სიტუაციას თან სდევს მოულოდნელი ტკივილიც წმენდის დროს. აუცილებლად მიაკითხეთ ექიმს, რომ დროულად აღმოგიჩინოთ დახმარება.

    სხვა შემთხვევებში სისხლის შეიძლება იყოს გარეთა ყურის საფარის ტრავმის შედეგი (უხარისხო ყურის ჩხირის გამოყენებით).



  8. მუქი ყავისფერი, ან შავი გოგირდი

    ასეთი შემაშფოთებელი ფერი შეიძლება მიუთითებდეს სტრესზე. ასევე იგი ინფექციური დაავადების მანიშნებელიცაა. ასეთ შემთხვევაში მუქ ფერს თან უნდა სდევდეს ქავილი, ტკივილი და უსიამოვნო სუნი. გირჩევთ მიაკითხოთ სპეციალისტს.




რედაქციის რჩევა

იცოდით, რომ ბამბის ჩხირები გაწმენდის საუკეთესო საშუალება არ არის? სასმენი მილის გასუფთავების მაგივრად ამ დროს საცობები უფრო ღრმად ეჩხირება ყურში. შესაძლოა მოხდეს აპკის დაზიანებაც.

ზღვარგადასული ჰიგიენით თქვენი ყურები ხდება დაუცველი ინფექციების წინაშე. ექიმების უმეტესობა ამტკიცებს, რომ საკმარისია დროდადრო ყურის ნიჟარა გაიწმინდოთ სველი ცხვირსახოცით.

გარეთა სასმენ მილში დიდი რაოდენობით გოგირდის დაგროვებისას საჭიროა დაიწვეთოთ რამდენიმე წვეთი ზეთი, ან წყალბადის ზეჟანგი. ამით დაეხმარებით სეკრეტს ბუნებრივად ჩამოშორდეს ყურის არხს. იყავით ჯანმრთელები!

არ დაგავიწყდეთ, გაუზიაროთ მეგობრებს ეს საინტერესო ინფორმაცია!