ხალხური საშუალებები, რომლებიც უმალვე გაგიყუჩებთ ყურის ტკივილს!
ძნელია ისეთი ადამიანის პოვნა, ყელ - ყურ - ცხვირის ექიმისთვის ერთხელ მაინც რომ არ მიემართოს. ყურის ტკივილი შესაძლოა მჭრელი/ძლიერი, ყრუ ან მწველი ხასიათის იყოს, ტკივილი ხანგამოშვებითია ან მუდმივი. სიმპტომმა შესაძლოა ერთი ან ორივე ყური მოიცვას.
ყურის ტკივილმა თუ შეგაწუხათ მიმართეთ დასახმარებლად ხალხურ საშუალებებს:
ყურის ტკივილმა თუ შეგაწუხათ მიმართეთ დასახმარებლად ხალხურ საშუალებებს:
- ბამბის პატარა ტამპონი დაასველეთ ოდნავ შემთბარ მცენარეულ ზეთში და მოათავსეთ მტკივნეული ყურის გარეთა სასმენ მილში, ისე რომ შემდეგ ადვილად გამოიღოთ. ყური გადაიხვიეთ შალის სახვევით. პროცედურა დღეში ორ - სამჯერ გაიმეორეთ.
- მტკივნეულ მხარეს ყურში ჩაიდეთ მრავალძარღვას ფოთოლი, ტკივილი ნახევარ საათში შეგიწყდებათ.
- ყურში ჩაიწვეთეთ ქაფურის სპირტი, ან უბრალოდ სპირტი ან არაყი, ორი - სამი წვეთის რაოდენობით, 10 - 15 წუთში ყურის ტკივილი გაგივლით.
- თუ სურდოს დროს ყურები აგტკივდათ, ბამბაში ან რბილ ქსოვილში ხახვის მომცრო ორი ნაჭერი შეახვიეთ და ყურებში ჩაიდეთ. ტკივილი მალე გაყუჩდება და სასუნთქი გზაც განთავისუფლდება. ეს საშუალება ბავშვებისთვისაც გამოგადგება.