გოგირდის ჭარბი დაგროვება - ნორმა თუ პათოლოგია?!
გარეთა სასმენ მილში გოგირდის დაგროვება ბუნებრივი მოვლენაა. გავრცელებული მოსაზრებით, ყურების ხშირი და საფუძვლიანი წმენდა სასარგებლოა. ეს მცდარი შეხედულებაა - ყურის ნიჟარა უნდა გაიწმინდოს, სასმენ მილში შეძრომა კი საჭირო არ არის, ჯანმრთელი ყურები ჩვენს დაუხმარებლადაც იწმინდება. მათი თვითგაწმენდა გარეთა სასმენი მილის წინა კედელეთან მდებარე საფეთქელ - ქვედა ყბის სახსრის მოძრაობისას ( ღეჭვის, ლაპარაკის, ხველის დროს ) ხორციელდება.
ყურების წმენდისას ყურის ჯირკვლები ღიზიანდება და შესაძლოა გოგირდის გამომუშავებამ მოიმატოს ან მოიკლოს. არც მისი შეწყვეტაა გამორიცხული. გოგირდის ჭარბი წარმოქმნისას საცობები ჩნდება, მისი უქონლობისას კი სასმენ მილში ქავილი და უსიამოვნო შეგრძნება აღმოცენდება.
გოგირდის საცობი გოგირდის ჯირკვლების სეკრეტის, კანის უჯრედებისა და მტვრის გროვაა. გარდა ზემოხსენებული მიზეზისა ( ბამბის ჩხირებით, ასანთით, თმის სარჭით ყურების რეგულარული წმენდისას გოგირდი იპრესება და საცობად იქცევა ), მის წარმოქმნას კიდევ რამდენიმე ფაქტორი უწყობს ხელს.
გოგირდის საცობის არსებობა უნდა ვიეჭვოთ , თუ შევამჩნიეთ:
გოგირდოვანი საცობების გამორეცხვა მხოლოდ ყელ - ყურ - ცხვირის ექიმს შეუძლია, ამ პროცედურის შემდეგ კი კარგი იქნება, თუ პროფილაქტიკის მიზნით შინ თვეში 2 - 3 - ჯერ დამოუკიდებლად ჩავიტარებთ მარტივ პროცედურას:
ვწვებით გვერდზე და ვიწვეთებთ ყურში 5 წვეთ წყალბადის ზეჟანგის 3 % - იან ხსნარს ან ვაზელინის ზეთს. ასე ვრჩებით 15 - 20 წუთს. შემდეგ ვიწმენდთ სასმენი მილის შესასვლელს სტერილური ბამბის წრიული მოძრაობით. არასტერილური ბამბის წკირები და ასანთის ღერზე დახვეული ბამბა არ გამოიყენოთ - დიდია ალბათობა, ყურის სტრუქტურა დაიზიანოთ.
როგორ შეიძლება შევამციროთ გოგირდის ჭარბი გამოყენება?
გაითვალისწინეთ, რაც უფრო ხშირად გაიწმენდთ გარეთა სასმენ მილს ( განსაკუთრებით - შეუფერებელი საშუალებებით ), მით უფრო მეტად გააქტიურდება გოგირდის გამომყოფი ჯირკვლები და ჭარბად გამოიყოფა გოგირდი, ამიტომ რეკომენდებულია ყურის გაწმენდა კვირაში მხოლოდ 1 - 2 - ჯერ. მეტისმეტად ღრმად გამოწმენდა არ შეიძლება.

- ორგანიზმის ბუნებრივი განწყობა გოგირდის ჭარბი წარმოქმნის მიმართ;
- სასმენი მილის ვიწრო გამოსავალი;
- ყურების ანთება, სასმენ მილში უცხო სხეულის, მტვრის ნაწილაკების მოხვედრა;
- ნივთიერებათა ცვლის მოშლა ( სისხლში ქოლესტერინის დონის მომატება ).
გოგირდის საცობის არსებობა უნდა ვიეჭვოთ , თუ შევამჩნიეთ:
- ყურების უმიზეზო დაგუბება;
- საკუთარი ხმის რეზონანსის შეგრძნება;
- ხმაური ყურებში;