ველური გვირილა იდეალური სამკურნალო საშუალებაა ალერგიის, ფაღარათის და მუცლის შებერვის დროს
ველური გვირილა - ბაბუნა - სასარგებლო მცენარეა. იგი არის ანთების საწინააღმდეგო, შველის ალერგიას, მარგებელია ფაღარათისა და მუცლის შებერვის დროსაც, აწესრიგებს კუჭ - ნაჭლავის მუშაობას, აგრეთვე სასარგებლოა ყელისა და სასუნთქი გზების დაავადებების დროს. ავადმყოფს მის ნაყენს დღეში რამდენჯერმე ასმევენ.
ნაყენი შემდეგნაირად მზადდება:
1 ს/კ მშრალ, დაქუცმაცებულ ყვავილს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი. დოლბანდში გაწურვის შემდეგ მიირთვით თბილი ნაყენი.
ექიმის კომენტარი:
ველური გვირილა მდიდარია ბიოაქტიური ნივთიერებებით, მცენარის სამკუნალო თვისებებს განსაზღვრავს მის შემადგენლობაში შემავალი თიმოლის შემცველი ეთერზეთი. თიმოლი ხოცავს კოკების ბაქტერიებს და მოქმედებს გრამუარყოფით ბაქტერიებზე - აფერხებს მათ გამრავლებას. დადგენილია აგრეთვე, რომ თიმოლს ახასიათებს ანტიმიკოზური აქტივობა პათოგენურ სოკოებზე მოქმედებისას. ველური გვირილის პრეპარატებს აქვთ გამოხატული ამოსახველეებლი, ნახველის გამათხელებელი მოქმედება. ყველა აღნიშნული თვისება განაპირობებს ამ მცენარის ეფექტიანობას სასუნთქი გზებით ანთებითი დაავადებების დროს. კერძოდ, მას იყენებენ ბრონქიტების, ტრაქეიტების, პნევმონიების, ბრონქოპნევმონიების სამკურნალოდ.
მცენარის ნაყენის დალევისას ძლიერდება კუჭის წვენის სეკრეცია. იხსნება კუჭ - ნაწლავის ტრაქტის სპაზმები, ფერხდება პათოგენური მიკროფლორის განვითარება. ამ ეფექტების გამო ნაყენი გამოიყენება დაბალი მჟავიანობის, ნაწლათა სპაზმების, ატონიის, მეტეორიზმის დროს. ნაყენის დამზადების უფრო ზუსტი რეცეპტი ასეთია: 2 ს/კ მცენარე ჩაყარეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დაახურეთ თავსახური, შედგით მდუღარე წყლის ორთქლზე 15 წუთით, შემდეგ შეაგრილეთ, გადაწურეთ და მიიღეთ თითო სუფრის კოვზი დღეში 3 -ჯერ.