სუნელ - სანელებლების სამკურნალო ჯადოსნური ძალა!
ჯერ კიდევ 5000 წლის წინათ, ველური კულტურის აყვავების ხანაში, ინდოელები საჭმლის გემოსა და სუნს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. ფიქრობდნენ, რომ გემრიელი საკვები ადამიანის ტვინს მატებს "ნატიფ ენერგიას", რომელიც გავლენას ახდენს ინტელექტისა და ემოციურ მდგომარეობაზე, მოქმედებს ხასიათზე, აუმჯობესებს ტივინის მუშაობას. სურნელოვანი მცენარეები ყოველთვის ძვირი ღირდა. ვერ ნახავთ ვერც ერთი ქვეყნის სამზარეულოს, სადაც არ იყენებენ წიწაკას, პილპილს, დაფნის ფოთოლს, მიხაკს, ილს, დარიჩინს და სხვ. ეს მცენარეები მდიდარია ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით, რომლებსაც ანტიოქსიდანტური და ანტიმიკრობული თვისებები აქვთ.
მიხაკი ხველებას შველის. მიხაკი შეიცავს დიდი რაოდენობით ანტისეპტიკურ ნივთიერება ევგენოლს, ამიტომ მას იყენებენ ბრონქიალური ასთმისა და ხველების დროს. მიხაკის გამხმარი ყვავილი ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, აუმჯობესებს მხედველობასა და ტვინის მუშაობას. მიხაკისაგან დამზადებული ეთერზეთები სტომატოლოგიაში გამოიყენება ღრძილების სამკურნალოდ, კბილის ტკივილის გასაყუჩებლად.
როზმარინი ანთებას აქრობს. როზმარინის ფოთლების ნაყენი გამოიყენება ხახისა და პირის ღრუს ანთებითი პროცესების დროს სავლებად. როზმარინისაგან დამზადებული ეთერზეთი უებარი საშუალებაა რევმატიზმისა და რადიკულიტის გამწვავების დროს შესაზელად.
ქონდარი ბაქტერიებს ებრძვის. ქონდარი გვიცავს ბაქტერიების შემოტევისაგან. ამ თვისებას მას ფენოლური შენაერთი ანიჭებს. ქონდრის ნახარშს უძველესი დროიდან იყენებდნენ ანთებების საწინააღმდეგოდ, ტკივილგამაყუჩებელ საშუალებად, ძირითადად კი სასუნთქი გზების დაავადებების დროს. ქონდარი სპობს მიკრობებს, ათხელებს შესქელებულ ლორწოს და აუმჯობესებს სუნთქვას.
უძრახელა - რევმატიზმის წინააღმდეგ. უძრახელას მწარე სახეობებში შემავალი ნივთიერება კაბსაცინი აუმჯობესებს გულის მუშაობას, აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს და დაბლა სწევს არტერიულ წნევას. მას აქვს ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი მოქმედების უნარიც. მისგამ დამზადებული მალამოები და სპეციალური პლასტირები გამოიყენება რევმატიზმის, ნევრალგიისა და რადიკულიტის სამკურნალოდ.
ილი თავის ტკივილს დაგიამებთ. უძველესი დროიდან ილი გამოიყენება საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად და შაკიკის დროს. მას მიაწერენ ხველების საწინააღმდეგო თვისებებსაც, ეფექტურია თირკმელების დაავადებების დროსაც. იყენებენ ასთმის სამკურნალოდ და თავის ტკივილის წინააღმდეგ. აუმჯობესებს მადას.
სალბი სასარგებლოა ყელისთვის. სალბი ნახარშისა და ნაყენის სახით გვეხმარება ყელის ტკივილის დროს. შველის მუცლის ტკივილს, კარგია მადის გასაძლიერებლად.
წიწაკა წმენდს და ასუფთავებს ბრონქებს. ეს პოპულარული მცენარე არა მარტო საჭმლის მონელებას უწყობს ხელს, არამედ აქტიურად ებრძვის ტიპურ სეზონურ დაავადებას - ბრონქიტს.
დარიჩინი მადას აძლიერებს. დარიჩინის გამომშრალი ფესვები აუმჯობესებს მადას, აწესრიგებს კუჭისა და ნაწლავების მოქმედებას.