ველური გვირილას სამკურნალო თვისებები, კუჭ - ნაწლავის, ყელისა და სასუნთქი გზების დაავადებების დროს!
ველური გვირილა - ბაბუნა სასარგებლო მცენარეა. იგი არის ანთების საწინააღმდეგო, შველის ალერგიას, მარგებელია ფაღარათისა და მუცლის შებერვის დროსაც. აწესრიგებს კუჭ - ნაწლავის მუშაობას, აგრეთვე სასარგებლოა ყელისა და სასუნთქი გზების დაავადებების დროს. ავადმყოფს მის ნაყენს დღეში რამდენჯერმე ასმევენ.
ნაყენი შემდეგნაირად მზადდება:
მომზადების და გამოყენების წესი:
1 ს/კ მშრალ, დაქუცმაცებულ ყვავილს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი. ნაყენი დოლბანდში გაწურვის შემდეგ, მიირთვით თბილი.
ექიმის კომენტარი:
ველური გვირილა მდიდარია ბიოაქტიური ნივთიერებებით, მცენარის სამკურნალ თვისებებს განსაზღვრავს მასში შ თიმოლის შემცველი ეთერზეთი. თიმოლი ხოცავს კოკების ბაქტერიებს და მოქმედებს გრამუარყოფით ბაქტერიებზე - აფერხებს მათ გამრავლებას. დადგენილია აგრეთვე, რომ თიმოლს გააჩნია ანტიმიკოზური აქტივობა პათოგენურ სოკოებზე მოქმედებისას. ველური გვირილის პრეპარატებს აქვს გამოხატული ამოსახველებელი, ნახველის გამათხელებელი მოქმედება. ყველა აღნიშნული თვისება განაპირობებს მის ეფექტიანობას სასუნთქი გზებით ანთებითი დაავადებების დროს. კერძოდ, იგი გამოიყენება ბრონქიტების, ტრაქეიტების, პნევმონიების, ბრონქოპნევმონიების დროს. მცენარის ნაყენის დალევისას ძლიერდება კუჭის წვენის სეკრეცია. იხსნება კუჭ - ნაწლავის ტრაქტის სპაზმები, ფერხდება პათოგენური მიკროფლორის განვითარება. ამ ეფექტების გამო ნაყენი გამოიყენება დაბალი მჟავიანობის, ნაწლავთა სპაზმების, ატონიის, მეტეორიზმის დროს. ნაყენის დამზადების უფრო ზუსტი რეცეპტი ასეთია:
2 ს/კ მცენარეს მომინანქრებულ ჭურჭელში დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დაახურეთ ჭურჭელს თავსახური. დადგით მდუღარე წყლის ორთქლზე 15 წუთი, შემდეგ შეაგრილეთ , გადაწურეთ და მიიღეთ თითო სუფრის კოვზი 3-ჯერ დღეში.