საშვილოსნოს გარსისა და საშვილოსნოს ყელის ანთების სამკურნალო ეფექტური საშუალებები.
ენდომეტრიტი - საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის ანთებაა. ენდოცერვიციტი კი არის საშვილოსნოს ყელის ლორწოვანი გარსის ანთება. საშვილოსნოს და ყელის ლორწოვანი გარსის ანთების მიზეზი ყველაზე ხშირად არის ინფექცია: ( სოკო, სტრეპტოკოკი, სტაფილოკოკი, და სხვა ) მიზეზი ასევე შეიძლება იყოს სხვა ინფექცია ( გრიპი, ანგინა და სხვა ) ყველაზე ხშირად ენდომეტრიტი ვითარდება აბორტის, მშობიარობის, მენსტრუაციის, ასევე დიაგნოსტიკური და სამკურნალო პროცედურების ჩატარების დროს, როცა ანტისეპტიკის წესები არის დარღვეული. დაავადებას ახასიათებს მქაჩავი ტკივილი მუცლის ქვედა არეში. წყლიანი, ხანდახან ხაჭოსებრი სისხლნარევი გამონადენიც კი. ტემპერატურის მომატებამ ჟრჟოლვა, საერთო სისუსტე, თავის ტკივილი, ცუდი ძილი, მადის დაქვეითება. შესაძლო გართულებებია: ანთებითი პროცესის გადასვლა მეზობელ ორგანოებზე, უნაყოფობა, და სხვა მსგავსი სიმპტომების გამოვლენისთანავე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
სამკურნალო რეცეპტები:
სამკურნალო რეცეპტები:
- ალოეს წვენით კეთდება ტამპონები.
- 1 ს/კ კრაზანას ბალახს დაასხით 1 ჭ მდუღარე წყალი დააყენეთ, გაწურეთ. მიღება 1/4 3 - ჯერ დღეში.
- საშვილოსნოსა და სხვა სასქესო ორგანოების ანთების დროს გამოიყენება სანთელი: 1 ც კვერცხის გული, 1 ჩ.კ თაფლი დაუმატეთ ჭვავის ფქვილი, მოზილეთ მაგარი ცომი, გააკეთეთ საშუალო ზომის სანთლები, მოათავსეთ მაცივარში. გამოიყენება ვაგინალურად 2 - ჯერ დღეში, ნაწლავების დაცლის შემდეგ 1 თვე.
- 1 ს/კ ძახველის ყვავილს დაასხით 1 ჭ მდუღარე წყალი, ადუღეთ 2 - 3 წთ, გაწურეთ. მიიღება 1 ს/კ 3 - ჯერ დღეში.
- ქაცვის ზეთი გამოიყენება საშოს ლორწოვანის ანთების ენდოცერვიციტის, კოლპიტის, საშვილოსნოს ყელის ეროზიის დროს.