ალები მენოპაუზის დროს კარგის ნიშანია. აი, რატომ...
ქალებმა, რომლებსაც ალები აწუხებთ, არ უნდა ინერვიულონ - ეს კარგის ნიშანია. მეცნერებმა დაადგინეს, რომ ალები ძუძუს კიბოსგან დაცვის 50 % - იან გარანტიას იძლევა. ამასთან, რაც უფრო მკაფიოა მენოპაუზის სიმპტომები, მით უფრო მაღალია დაცვის ხარისხი.
ვაშინგტონის უნივერსიტეტისა და ფრედ ჰატჩისონის კიბოს ცენტრის მეცნიერი თანამშრომლები დარწმუნებულნი არიან, რომ განსაზღვრული ჰორმონების დეფიციტი, რომელიც მენოპაუზის სიმპტომებს იწვევს, სიმსივნის განვითარების ალბათობასაც ამცირებს. გაიკვა, რომ ქალებს, რომლებსაც დღეში რამდენიმეჯერ წამოახურებთ, ესტრადიოლის (ესტროგენის ერთ - ერთი ფორმა ) დონე სხვებზე 40 % - ით დაბალი აქვთ.
50 წლის შემდეგ საკვერცხეები ესტროგენისა და პროგესტრონის გამომუშავებას წყვეტენ. სწორედ მაშინ იწყება ალები, წამოხურება, ოფლიანობა. სტატისტიკის თანახმად, ეს სიმპტომები აღენიშნება მენოპაუზის ასაკის 4 ქალიდა სამს. შეტევა შეიძლება გაგრძელდეს 3 -6 წუთს და განმეორდეს დღეში არანაკლებ 10 - ჯერ. ღამის ოფლიანობა საგრძნობლად იმატებს. ქალებს აწუხებთ ემოციური ლაბილობა, თავის ტკივილები.
რათა თვალი მიედევნებინათ სიმსივნის განვითარების რისკთან ამ სიმპტომების კავშირისთვის, მეცნიერებმა შეკრიბეს 55 -დან 74 წლამდე ასაკის 1000 ქალი, რომელსაც ძუძუს კიბო ჰქონდათ. თითოეულ მათგანს გამოჰკითხეს, აწუხებდათ თუ არა მენოპაუზის სიმპტომები და პასუხები შეადარეს იმ ქალების პასუხებს, რომლებსაც ძუძუს კიბო არ ჰქონდათ.
ქალებს, რომლებიც აღნიშნავდნენ ალებისა და წამოხურების ძლიერ შეტევებს, განსაკუთრებით - ღამით, ასევე - უძილობასა და დეპრესიას, 50 % -ით ნაკლები აღმოაჩნდათ სარძევე ჯირკვლის ორი ყველაზე გავრცელებული ავთვისებიანი სიმსივნის - ინვაზიური ლობულარული კიბოსა და სარძევე ჯირკვლის სადინარის ინვაზიური კიბოს - განვითარების რისკი.