მარტივად დააღწიეთ თავი კლიმაქსს, ხალხური მედიცინის 2 უებარი საშუალების დახმარებით!

მარტივად დააღწიეთ თავი კლიმაქსს, ხალხური მედიცინის 2 უებარი საშუალების დახმარებით!
სტატისტიკური მონაცემებით, კლიმაქსი 45-დან 55 წლამდე, საშუალოდ 51 წლის ასაკში იწყება. ამ დროს ქალებს აწუხებთ ალები, ოფლიანობა, ძილის დარღვევები, დეპრესიული მდგომარეობა, ადვილად აგზნება, თავბრუხვევა, გულისცემის აჩქარება, მგრძნობელობის დარღვევა სხეულის სხვადასხვა უბანში, შფოთვა. ეს ყველაფერი ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონული ცვლილებებით არის გამოწვეული და შესაძლოა, ჯერ კიდევ კლიმაქდამდე იჩინოს თავი.

ხალხური მედიცინა 2 შესანიშნავ უებარ საშუალებას გთავაზობთ:
N1 რეცეპტი:
დაგჭირდებათ:
  • გვირილა (ყვავილი) - 10 გრ;
  • ფარსმანდუკი - 10 გრ;
  • მარწყვბალახა - 10 გრ;
  • ქრისტესისხლა - 5 გრ.

მომზადების და გამოყენების წესი:
1 სუფრის კოვზ ნარევს ასხამენ 1 ჭიქა მდუღარე წყალს, 10 წუთს ადუღებენ, წურავენ. აჩერებენ 30 - 40 წუთს. წურავენ. იღებენ დღეში 1 ჭიქას მცირე ყლუპებად. უებარი საშუალებაა კლიმაქსის დროს.

N2 რეცეპტი:
ინგრედიენტები:

  • პიტნის ფოთლები - 20 გრ;
  • აბზინდა - 20 გრ;
  • კამის თესლი - 20 გრ;
  • ცაცხვის ყვავილი - 20 გრ;
  • ხეჭრელის ქერქი - 20 გრ.

მომზადების და გამოყენების წესი:
1 სუფრის კოვზ ნარევს ასხამენ ნახევარ ლიტრ წყალს. ადუღებენ 10 წუთს, წურავენ, ღებულობენ თითო ღვინის ჭიქას დილა - საღამოს კლიმაქტერული ნევროზის დროს.
სტატიის ავტორი: თინა ავალიშვილი
სტატიის წყარო:ყოველდღიური საოჯახო წიგნი