ნაცნობმა გინეკოლოგმა კლიმაქსის სამკურნალო რეცეპტი მასწავლა, რომელსაც დღემდე ვემადლიერები
ბევრი ქალისთვის კლიმაქსი მართლაც რთული პერიოდია. მეც მაწუხებდა ალები, ოფლიანობა, წნევა ხშირად მითამაშებდა, დამერღვა გულ - სისხლძარღვთა სისტემის მუშაობა, ზოგჯერ სიცხეც კი მიწევდა. ექიმის გამოწერილი წამლები არ მშველოდა. ერთმა ნაცნობმა გინეკოლოგმა მასწავლა ასეთი რეცეპტი:
რეცეპტისთვის დაგჭირდებათ:
მომზადების და გამოყენების წესი:
აურიეთ ერთმანეთში თანაბარი რაოდენობით ლიმონის, შავის ბოლოკისა და ჭარხლის წვენი, თაფლი და არაყი, ერთი კურსისთვის - თითო ჭიქა. მზა ნარევი შედგით მაცივარში და მიიღეთ 3 თვის განმავლობაში თითო სუფრის კოვზი ყოველ დილა - საღამოს. არავითარ შემთხვევაში არ გამოტოვოთ, არც დროზე ადრე შეწყვიტოთ. სამი თვის შემდეგ ალები აღარ შეგაწუხებთ. ეს საკუთარ თავზე გამოვცადე. წელიწადში ერთხელ, პროფილაქტიკის მიზნით, ამ ნარევს ახლაც ვიღებ. ამის გაკეთება ჯობს გაზაფხულზე, როცა ორგანიზმს ვიტამინები აკლდება. ახლა 70 წლის ვარ და თავს მშვენივრად ვგრძნობ, რასაც სხვებსაც ვუსურვებ.
ექიმის კომენტარი:
მკითხველის მიერ მოწოდებული რეცეპტის თითოეული კომპონენტი მდიდარია სხვადასხვა ვიტამინით, მინერალით და სხვა ბიოაქტიური ნივთიერებით, რომელიც ორგანიზმისთვის რთულ, კლიმაქსურ პერიოდში აუცილებელია. გაითვალისწინეთ, რომ უნდა დაიცვათ ნარევის შენახვის წესები, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი არა მხოლოდ დაკარგავს სამკურნალო თვისებებს, არამედ შეიძლება გავნოთ კიდეც.
რეცეპტისთვის დაგჭირდებათ:
- ლიმონის წვენი
- შავი ბოლოკის წვენი
- ჭარხლის წვენი
- თაფლი
- არაყი