რატომ უნდა იყოთ ფრთხილად ბოლოკის მოხმარებისას
კომბოსტოს ახლო ნათესავად ითვლება. თავის სამშობლო ჩინეთში კი, კობოსტოსა და სოიასთან ერთად, ყველაზე ჯანმრთელ პროდუქტად. ბოლოკი კი ერთ - ერთი ყველაზე დაბალკალორიული ბოსტნეულია, რის გამოც ის ბოსტნეულის სალათებისა და ბუტერბროდებისთვის იდეალურ ინგრედიენტად ითვლება. 100 გრ ბოლოკში მხოლოდ 16 კკალ - იაა. ის ვიტამინების, ანტიოქსიდანტებისა და უჯრედისის შესანიშნავი წყაროა.
ვიტამინები და ანტიოქსიდანტები
100 გრ ცოცხალი ბოლოკი დაახლოებით 15 გრ ვიტამინს (რეკომენდებული სადღეღამისო დოზის დაახლოებით 25 % ) შეიცავს. ეს წყალშიხსნადი ანტიოქსიდანტი აუცილებელია კოლაგენის სინთეზისათვის, რომელიც კანისა და ძვლების ჯანმრთელობას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, C ვიტამინი ორგანიზმს თავისუფალი რადიკალებისგან თავდაცვაში, ონკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკასა და იმუნიტეტის ამაღლებაში ეხმარება. ბოლოკში სხვა ანტიოქსიდანტებიც არის: ინდოლები, ზეაქსანტინი, ლუტეინი და ბეტა-კაროტინი, რომელიც ბოლოკის კანს მკვეთრ შეფერილობას აძლევს. ბოლქვი შეიცავს ფოლის მჟავას და სხვა B ჯგუფის ვიტამინებს, ასევე რკინას, მაგნიუმს, სპილენძს და კალციუმს.
ფრთხილად!!!
ბოლოკი შესაძლოა შეიცავდეს გოიტროგენებს - ჯვაროსანთა ოჯახისთვის დამახასიათებელ მცენარეულ შენაერთებს. რაციონში გოიტროგენების სიჭარბემ კი შეიძლება ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნე გამოიწვიოს. ამ ჯირკვლის დისფუნქციის მქონე ადამიანებმა ბოლოკი დიდი სიფრთხილით უნდა მიირთვან.