ყველაზე უბრალო და საიმედო საშუალებები კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის სამკურნალოდ

ყველაზე უბრალო და საიმედო საშუალებები კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის  წყლულის  სამკურნალოდ
კუჭის კედლის ამომფენი ქსოვილის მთლიანობის დარღვევის შემთხვევაში კუჭის წვენმა შეიძლება მოინელოს კუჭის კედელი, ხშირად ამას მივყავართ ღია ჭრილობის ჩამოყალიბებამდე ან წყლულამდე.
წყლულოვანი დაავადების ძირითადი სიმპტომია ტკივილი, რომელიც ხშირ შემთხვევაში ერთადერთი ჩივილიცაა. ტკივილს აქვს განსხვავებული ხასიათი მჩხვლეტავი, მჭრელი, მომჭერი, მქაჩავი. ტკივილის შეგრძნება ყველაზე ხშირად ლოკალიზდება ეპიგასტრიუმის ანუ მკერდის ძვლის უკან. თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დროს ტკივილი აღინიშნება ნეკნქვეშა არეში.

სამკურნალო რეცეპტები:
  • 1 კგ მაისის ყვავილების თაფლი, 250 გრ მშრალი გლუკოზა, 1კგ ნიგოზი, 50 გრ კატაბალახას ძირები, 50 გრ არყის ხის კვირტები, 3 ც დანაყილი მუსკატის კაკალი, 2 ლ კონიაკი დააყენეთ 2 კვირა 30 წთ - ით ადრე კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების დროს.

  • ერთ - ერთი ყველაზე უბრალო და საიმედო საშუალებად ითვლება: სამწლიან ალოეს მოაჭერით ეკლები, გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, გაწურეთ 3 ფენა დოლბანდში, 250 მლ წვენს დაუმატეთ 250 მლ თაფლი და 250 მლ სპირტი, კარგად აურიეთ დააყენეთ 1 დღე-ღამის განმავლობაში თბილ ადგილას. შემდეგ გათქვიფეთ როგორც კარაქი 1 სთ - ის განმავლობაში მიღებული მასა მიიღება 1 ს/კ 3-ჯერ დღეში.

  • 1 ს/კ ასფურცელას ყვავილის კალათებს დაასხით 500 მლ მდუღარე წყალი, დააყენეთ 4 სთ თავდახურულ ჭურჭელში, გაწურეთ. მიიღება 1/3 ჭ 3-ჯერ დღეში ჭამამდე 20წთ - ით ადრე. ასფურცელა უკუნაჩვენებია ბავშვებსა და ფეხმძიმობაში.

  • 1/2 ჭ კარტოფილის წვენი მიიღება 2-3-ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წთ - ით ადრე.

  • 50 გრ არყის ხის კვირტებს დაასხით 1/2 ლ არაყი, დადგით ბნელ ადგილას 10 დღე. მიიღება 1ს/კ 3-ჯერ დღეში, ჭამამდე 20 წთ - ით ადრე. ეს საშუალება გამოიყენება წყალმანკის, შარდის ბუშტის ანთების, რევმატიზმის, კანის დაავადებების დროს.

  • 2 ს/კ ჭაობის ბერულას ბალახი დააყენეთ 400 მლ მდუღარე წყალზე 1 სთ, გაწურეთ. მიიღება 1 ს/კ 3-ჯერ დღეში ჭამამდე 30 წთ - ით ადრე.

სტატიის ავტორი: მამა დავითი (გოცირიძე)
სტატიის წყარო:უფლის აფთიაქი