ხანდაზმული კუჭის წყლულიც კი იკურნება ამ რეცეპტების მიღების შემდეგ.

ხანდაზმული  კუჭის  წყლულიც  კი იკურნება ამ რეცეპტების მიღების შემდეგ.
კუჭის კედლის ამომფენი ქსოვილის მთლიანობის დაღვევის შემთხვევაში კუჭის წვენმა შეიძლება მოინელოს კუჭის კედელი, ხშირად ამას მივყავართ ღია ჭრილობის ჩამოყალიბებამდე ან წყლულამდე.
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება არის ქრონიკული,ხანგრძლივად მიმდინარეობს და პეიოდულად მწვავდება. დაავადება მამაკაცებში 4 - 5 -ჯერ ხშირია ვიდრე ქალებში.
წყლულოვანი დაავადების ძირითადი სიმპტომია ტკივილი, რომელიც ხშირ შემთხვევაში ერთადერთი ჩივილიცაა. ტკივილს აქვს განსხვავებული ხასიათი მჩხვლეტავი, მჭრელი, მომჭერი, მქაჩავი. ტკივილის შეგრძნება ყველაზე ხშირად ლოკალიზდება ეპიგასტრიუმის ანუ მკერდის ძვლის უკან. თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დროს ტკივილი აღინიშნება ნეკნქვეშა არეში.

რეცეპტები:
  • ხანდაზმული კუჭის წყლულიც კი იკურნება, კომბოსტოს მწნილის წვენის მიღებით 1 ს/კ წვენს შეურიეთ 6 -8 კოვზი წყალი, მიიღება 1 ს/კ ყოველ საათში. კუჭის საპროექციო არეში უნდა მოხდეს კომპრესის დადება 1,5 საათის განმავლობაში, 3 -4- ჯერ გაკეცილი ზეწრით, რომელიც დასველებულია თივის ბრელოს, მინდვრის შვიტას და ფიჭვის წიწვების ნახარში.

  • კუჭის წყლულის დროს 2 ჭ მდუღარე წყალი დაასხით ნაკრებს: 1 ს/კ მრავალძარღვას და 1 ჩ/კ სალბის ფოთლებს. შეფუთეთ, დააყენეთ 2 -3 სთ, გაწურეთ. პირველი 10 დღე მიიღება 1/2 ჭ 1 - ჯერ დღეში, შემდეგ 1/2 ჭ 3 - ჯერ დღეში ჭამის წინ.

  • ქაცვის ნაყოფი - წვენის, წყლიანი ნაყენის, სპირტიანი ნაყენის ან ქაცვის ზეთის სახით მიიღება დასალევად. ზეთი მიიღება 1 ჩ/კ 2 - 3- ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წთ - ით ადრე.

  • კუჭის წყლულოვანი დაავადების დროს მიიღება გასუფთავებული კარტოფილის ახალი უმარილო ნახარში. 1/2 ლ 3 - ჯერ დღეში ჭამამდე 20 წთ - ით ადრე 4 კვირის განმავლობაში.

  • კომბოსტოს წვენი მიიღება 1 ჭ 4 -ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წთ - ით ადრე. მკურნალობის კურსი 40 დღე.

  • 2 ჩ/კ ბაბუაწვერას ძირებს დაასხით 1 ჭ ცივი წყალი, დააყენეთ 8 სთ. მიიღება 1/4 ჭ დღეში ჭამამდე 25 წთ - ით ადრე.

  • ხახვის წვენი მიიღება 1 ს/კ 3 - 4 -ჯერ დღეში.

  • ევკალიპტის ნაყენი ( 20 გრ ფოთოლი 1 ჭ მდუღარე წყალზე) გაწურეთ. მიიღება 50 - 60 მლ 4 -5 -ჯერ დღეში.

  • 1 ლ ქრისტესისხლას ახალგამოწურულ წვენს დაასხით 0,5 ლ არაყი ( ან 250 მლ სპირტი ) დააყენეთ დღე - ღამის განმავლობაში. მიიღება 1 ჩ/კ 3 - ჯერ დღეში ჭამამდე 20 წთ - ით ადრე.

სტატიის ავტორი: მამა დავითი (გოცირიძე)
სტატიის წყარო:უფლის აფთიაქი