ოთახის ტიტების დათესვის წესები

ოთახის ტიტების დათესვის წესები
Fpaparazzi-რედაქცია წარმოგიდგენთ ოთახის ტიტების დათესვის წესებს. სასურველია, ამ მიზნისთვის შეარჩიოთ სექტემბრის მეორე ნახევარი ან ოქტომბრის დასაწყისი. დათესვის დროში შეცდომა რომ არ დაუშვათ, ორიენტირი იმაზე უნდა აიღოთ, რომ ნიადაგის ოპტიმალური ტემპერატურა +9 გრადუსი უნდა იყოს.
ნათესის სიღრმის გამოსავლენად, გამოიყენეთ ნაცადი ხერხი: დაახლოებით გაზარდეთ ბოლქვის დიამეტრი 3-ჯერ. ეს გამოთვლა ყველაზე ოპტიმალურია.

ბოლქვები ერთმანეთისგან 10-15 სმ დაშორებით უნდა დარგოთ. მწკრივების დაშორება - 30-40 სმ. უნდა გაითვალისწინოთ თესლების სიდიდე, რაც უფრო დიდია - მით უფრო მეტი სივრცე სჭირდება. თუ ბოლქვს პატარა დიამეტრი აქვს - შეგიძ₾იათ უფრო ახლოს დარგოთ ერთმანეთისგან. პირველი სიცივის დადგომისთანავე, ნარგავი უნდა დაფაროთ ფოთლებით ან ჩალით. საფარი არანაკლებ 25-30 სმ სისქის უნდა იყოს.