ფსორიაზი მართლა გაახალგაზრდავდა? თუ კი, რატომ?
მრავალი სხვა დაავადების მზგავსად, ფსორიაზიც გაახალგაზრდავდა. საგრძნობლად გახშირდა ეს სნეულება ბავშვთა ასაკში. ორი - სამი წლის პატარებს აქვთ ფორმები, რომლებიც გენეტიკურად არ არის დეტერმინირებული ანუ მემკვიდრეობითი ფაქტორი გამორიცხულია - მათ მშობლებს, ბებია - ბაბუას, წინა თაობას დაავადება არ ჰქონია. ალბათ, ეს ნერვული და კვებითი ფაქტორებით უნდა აიხსნას. ბავშვები დღეს ხშირად იბადებიან სხვადასხვა ტრავმით. არასრულფასოვანი და არარაციონალური კვება, ანტიბიოტიკებისა და სხვა მედიკამენტების მიღება პატარაობიდანვე არყევს ადამიანის იმუნურ სისტემას. საყურადღებოა ისიც, რომ ფსორიაზის კლასიკურ ფორმასთან ერთად ( რომელიც მუდამ აქტუალური იყო და დღესაც ასეთია ) გახშირდა ართროპათიული ფორმა.
ხშირად გვხვდება იღლიის, საზარდულის, მკერდისა და თითებს შუა ნაკეცების ფსორიაზი. კლინიკური სურათი ერთი შეხედვით სოკოვანი პათოლოგიისაა , სინამდვილეში კი საქმე ფსორიაზთან გვაქვს. ყველა შემთხვევაში აუცილებელია პაციენტის გულისყურით გამოკვლევა და სიმპტომების საფუძვლიანი შესწავლა. დიდი მნიშვნელობა ენიჭება ანამდეზს და დინამიკაში დაკვირვებას.
ფსორიაზის დროს ეფექტურია მცენარეული პრეპარატები, რომლებიც ორგანიზმის თავდაცვით უნარს ზრდის:
სედაციური საშუალებებიდან რეკომენდებულია:

- არალიის ნაყენი - 20 - 30 წვეთი დღეში 3 - ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე, ერთი თვის განმავლობაში;
- ელეუტეროკოკის სპირტიანი ნაყენი - 20 -30 წვეთი დღეში 3 - ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე, 1 თვის განმავლობაში;
- ჩინური ლიმონურას ნაყოფის წვენი - 20 -30 წვეთი დღეში 2 -3 -ჯერ , ჭამამდე;
- ვარდისფერი როდიოლიას ექსტრაქტი -10- 30 წვეთი დღეში 2 - 3-ჯერ, ჭამამდე 15 - 20 წუთით ადრე.
სედაციური საშუალებებიდან რეკომენდებულია:
- შავბალახას ნაყენი ( 15 გრ შავბალახა, დაყენებული 200 მლ მდუღარე წყალზე ) - 1 ს/კ დღეში 3- ჯერ;
- კატაბალახას ძირების ნაყენი (20 გრ დაყენებული 200 მლ მდუღარე წყალზე ) - 1 ს/კ 3 -4 -ჯერ, ჭამამდე;
- თავშავას ნაყენი (2 ჩ/კ 1 ჭიქა მდუღარე წყალზე ) - თბილ - თბილი, 1/2 ჭიქა დღეში 3 -4-ჯერ, ჭამამდე;
- 2 წილი პიტნის, 2 წილი წყლის სამყურას, 1 წილი კატაბალახას ფესვის, 1 წილი სვიის გირჩის ნაყენი - 2 სუფრის კოვზს დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი და დააყენეთ. მიიღეთ 1/2 ჭიქა დღეში 2 - ჯერ (დიდებისთვის).