მხოლოდ ერთი ინგრედიენტი დაგჭირდებათ ფსორიაზის სამკურნალოდ!

მხოლოდ ერთი ინგრედიენტი დაგჭირდებათ ფსორიაზის სამკურნალოდ!
ფსორიაზი ძალიან გახშირდა. მისი მკურნალობა კი იოლი არ გახლავთ. ჩვენ ფსორიაზის სამკურნალოდ ჩვეულებრივ შვიტას ვიყენებთ.
აი რეცეპტიც:
მომზადების და გამოყენების წესი:
  • 2 ს/კ გამხმარ შვიტას დაასხით 700 მლ წყალი, ადუღეთ 5 წუთი, გადმოდგით, დააყოვნეთ 3 საათი და გადაწურეთ. ნახარში გადაივლეთ კანის დაზიანებულ უბნებზე, შემდეგ კანი არ გაიმშრალოთ - ჰაერზე გაიშრეთ. ფსორიაზის გამწვავების პერიოდში, კანი რომ არ გაგიღიზიანდეთ, ნუ დაიბანთ ტანს საპნით. შვიტათი 10 დღის მკურნალობის შედეგად დაზიანების წვრილი კერები ქრება, შედარებით დიდ კერებს კი 15 დღე სჭრიდება.
    ფსორიაზის საკმაოდ რთული ფორმით ვიყავი დაავადებული და შვიტას ნახარშმა 20 - 25 დღეში მთელი სხეული გამისუფთავა. მას შემდეგ სენი აღარ გამწვავებია, მაგრამ პროფილაქტიკის მიზნით ყოველი დაბანის შემდეგ მაინც ვივლებ ტანზე ამ ნახარშს.

ექიმის კომენტარი:
შვიტა მდიდარია ბიოლოგიურად აქტიური ორგანული ნივთიერებებით: საპონინებით, ალკალოიდებით, ფლავონოიდებით, მჟავებით, ვიტამინებით, მინერალური მარილებით, კრემნიუმის მჟავით.
შვიტას პრეპარატების შარდმდენი ეფექტი თირკმლის ჩაის ეფექტს აღემატება. ექსპერიმენტებით დადგენილია, აგრეთვე, მცენარის სისხლდენის შემაჩერებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. კრემნიუმის ნაერთები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმის სხვადასხვა სისტემის ცხოველქმედებაში, მეტაბოლიზმის პროცესებში, შემაერთებელი ქსოვილების, ლორწოვანი გარსების, სისხლძარღვთა კედლების ფუნქციონირებაში. შარდში კრემნიუმის ნაერთები წარმოქმნის დამცავ კოლოიდებს, რომლებიც ხელს უშლის მინერალური კომპონენტების კრისტალიზაციას და კენჭების წარმოქმნას.
სისხლდენის შემაჩერებელი ეფექტის გამო ამ მცენარეს ნიშნავენ ჰემოროისა და საშვილოსნოდან სისხლდენის დროს. შვიტას გარეგანი გამოყენებისას ფსორიაზის სამკურნალოდ თერაპიული ეფექტი შესაძლოა უკავშირდებოდეს კრემნიუმის ნაერთების თვისებას - მოაწესრიგოს ქსოვილოვანი ცვლა.
სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილის წიგნი კარაბადინი