ანემიის სამკურნალო უებარი, მცენარეული წამალი.
მინდა მოგაწოდოთ სისხლნაკლებობის სამკურნალო უებარი მცენარეული წამლის რეცეპტი. დღეს ძალიან გახშირდა სისხლნაკლებობა. ამის მიზეზი, ალბათ, ჩვენი გაუკუღმართებული ყოფა, არასრულფასოვანი კვება და საერთო გაჭირვებაა.
მომზადება:
დაკრიფეთ აბზინდის ბალახი მაისში, როცა იგი თავისი ბიოლოგიური ძალით გამოირჩევა. ჩაყარეთ ნახევარლიტრიან ბოთლში ( გაავსეთ ), დაასხით არაყი ( რამდენსაც დაისხამს ბოთლის შევსებამდე ). დადგით 21 დღე მშრალ, ნახევრად თბილ, ბნელ ადგილას, სადაც ტემპერატურა ოთხისაზე მაღალი იქნება.
მიღება:
ნაყენის ერთი წვეთი გახსენით 1 ს/კ წყალში, სვით დილით უზმოზე, სამი კვირის განმავლობაში. თუ სისხლნაკლებობა მწვავე ფორმისაა, შეისვენეთ ორი კვირა და მიიღეთ კიდევ სამი კვირის განმავლობაში.
ექიმის კომენტარი:
აბზინდა მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. იგი შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, რომელიც მის ფარმაკოლოგიურ ეფექტს განაპირობებს. კერძოდ, მას აქვს ანტიანთებითი მოქმედება, აჩქარებს წყლულის შეხორცებას კუჭ - ნაწლავში, ასტიმულირებს ნაღვლის გამოყოფას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას. სისხლნაკლებობის დროს აბზინდის ეფექტიანობის შესახებ ჩვენთვის უცნობია. თუმცა შესაძლოა, კუჭ - ნაწლავის ტრაქტზე დადებითი ზემოქმედების შედეგად გაუმჯობესდეს რკინის შეწოვა და აღინიშნოს უკეთესობა ანემიის ( სისხლნაკლებობის დროს ).
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ აბზინდის ხანგრძლივად მიღებამ შესაძლოა, მსუბუქი მოწამვლა გამოიწვიოს, ხოლო დიდი დოზებით მისი ნაყენის დალევის შემთხვევაში, ზოგადი ინტოქსიკაციის ( მოშხამვის ) ნიშნები ვითარდება, ამიტომ გირჩევთ, სიფრთხილე გამოიჩინოთ პრეპარატის მიღებისას.