რა უნდა ახსოვდეთ აუცილებლად ფსორიაზით დაავადებულ ადამიანებს

რა უნდა ახსოვდეთ აუცილებლად ფსორიაზით დაავადებულ  ადამიანებს
ფსორიაზი - ქრონიკული, არაინფექციური კანის დაავადებაა, გვხვდება საკმაოდ ხშირად, რომელიც ძნელად ექვემდებარება მკურნალობას. უმეტეს შემთხვევაში დაავადება მემკვიდრულია, რომელიც დაკავშირებულია გენეტიკურად განპირობებულ ნივთიერებათა ცვლის დარღვევასთან და მოქმედებს ნერვულ და ენდოკრინულ სისტემაზე.

რა უნდა ახოვდეს ფსორიაზიან ავადმყოფს
  • ნუ მიეძალებით ტკბილეულს, ცხიმიან, ცხარე და მჟავე საკვებს.

  • ნუ შეჭამთ ზედმეტს.

  • უპირატესობა მიანიჭეთ ბუნებრივ და ვიტამინებით მდიდარ საკვებს.

  • საკვები მოამზადეთ სანელებლების გარეშე.

  • თავი აარიდეთ სტრესს, ნერვულ და ფსიქიკურ გადაძაბვას.

  • ეცადეთ, სულიერი სიმშვიდე და წონასწორობა აღიდგინოთ.

  • უარი თქვით ალკოჰოლსა და სიგარეტზე.

  • დაიცავით დღის რეჟიმი.

  • გაიკაჟეთ ორგანიზმი.

  • მისდიეთ სპორტს.

  • მოიწესრიგეთ სქესობრივი ცხოვრება.

  • ხშირად ისეირნეთ სუფთა ჰაერზე.

  • არასოდეს დაკარგოთ გამოჯანმრთელების იმედი.

სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:ოჯახის მკურნალის ბიბლიოთეკა