კულმუხო საუკეთესო სამკურნალო საშუალებაა შაქრიანი დიაბეტის, ეპილეფსიის და სხვათა დაავადებების დროს
კულმუხო მრავალწლიანი 50 - 250 სმ სიმაღლის მცენარეა, მსხვილი, მოკლე, მცირერიცხოვანი ფესვებით. მისი კალათა თანაყვავილედები ტოტების ბოლომდე მეჩხერ მტევნებად ან ფარადაა შეკრებილი. ყვავილები ყვითელია.
ყვავილობს ივლის - აგვისტოში. უყვარს უფრო ნესტიანი ადგილები, ფოთლოვანი ტყეები, ტყეში გამავალი ნაკადულების ნაპირები.
ფშავში ლუხუმას ეძახიან, კახეთში, ხევსურეთში ლეჩხუმში - კურმუხოს, აჭარაში - ანდუზას, სამეგრელოში - კუმუხოს.
სამკურნალოდ გამოიყენება ფესვები.
მისი შეგროვება ხდება შემოდგომაზე დაღმავალი ან ახალი მთვარის ფაზაში.
კულმუხოს ფესვები შეიცავს 44 % ინსულინს, ეთერზეთებს, საპონინებს, ლაბს, ალკალოიდებს, ვიტამინ E - ს და სხვა.
ტრადიციული მედიცინა იყენებს სასუნთქი გზების ანთების, ძნელად ამოსახველებელი ნახველის, კუჭისა და ნაღვლის ბუშტის დაავადების, შაქრიანი დიაბეტის, ეპილეფსიის დროს.
ნაყენს შემდეგნაირად ამზადებენ:

- 2 სუფრის კოვზ მშრალად დაქუცმაცებულ ნედლეულს ასხამენ 1 ჭიქა ოთახის ტემპერატურის ანადუღარ წყალს. დააყოვნეთ 30 წთ, შემდეგ გადაწურეთ.
- 2 ჩაის კოვზ მშრალად დაქუცმაცებულ ნედლეულს ასხამენ 2 ჭიქა ცივ წყალს, დგამენ 8 საათს და წურავენ.
მიღება: 1/2 ჭიქა ოთხჯერ დღეში 30 წუთით ადრე ჭამამდე.
უკუჩვენება: ორსულ და თირკმელებით დაავადებულებს არ ურჩევენ.